სათავსო უძველეს ქართულ ტაძარში – პრობლემა მოგვარდა

© Photo: Georgian Heritage / FBტიმოთესუბნის ტაძარი
ტიმოთესუბნის ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სათავსოს ადგილას დაიდგმება სხვა, იდენტური დანიშნულების მქონე ხის კონსტრუქცია

თბილისი,  20 აგვისტო  — Sputnik.  ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის ცენტრალური ტაძრის ინტერიერში მოწყობილი საყოფაცხოვრებო დანიშნულების სათავსო მოიხსნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

კარადა ტიმოთესუბნის ტაძარში - Sputnik საქართველო
ტიმოთესუბნის ტაძარში კარადა ჩააშენეს: მორიგი უნებართვო ქმედება

ტაძარში უკანონო მშენებლობის შესახებ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთვის ცნობილი თვითმხილველების მიერ მიწოდებული ფოტოებით გახდა.

სწორედ მათ შეაყობინეს უწყებას უკანონო ქმედებების შესახებ.

სააგენტოს სპეციალისტებმა მას შემდეგ, რაც აღნიშნული ინფორმაცია გაიგეს, განაცხადეს,  რომ  საყოფაცხოვრებო დანიშნულების სათავსო ეროვნული კატეგორიის სტატუსის მქონე უძრავი ძეგლის ინტერიერთან სრულ შეუსაბამობაშია და მის კულტურულ ღირებულებას ხელყოფს.

„კარადას დაშლიან.  შეთანხმება  ადგილობრივ სასულიერო პირებსა და სააგენტოს სპეციალისტებს შორის მიღწეული იქნა. სახელმწიფო უწყების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, საკულტო ნაგებობაში მოეწყობა ახალი, იდენტური დანიშნულების მქონე ხის კონსტრუქცია, რაც ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურული იერსახის შესაბამისი იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, სამუშაო ჯგუფის ვიზიტის შედეგად, დადგინდა, რომ  ინტერიერში საყოფაცხოვრებო დანიშნულების სათავსოს მოწყობას ძეგლის ფიზიკური დაზიანება არ გამოუწვევია, რაც სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის აუცილებლობას არ წარმოშობს.

ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი XII-XIII საუკუნეების მიჯნაზეა აგებული. ტაძარი ქართული მოვარდისფრო აგურითაა ნაგები. ეკლესია თორის მფლობელ შალვა ერისთავთ-ერისთავ ახალციხელის მიერაა აგებული.

ტაძრის მოხატულობა 1205-1216 წლებით თარიღდება. ფრესკების დიდი ნაწილი დღემდე შენარჩუნებულია. 2000-2006 წლებში ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ ფრესკებს გაწმენდისა და გამაგრების სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა. რესტავრაციის შემდეგ ამავე ცენტრმა ღვთისმშობლის ტაძარზე ჩატარებული პროექტი წარადგინა ევროგაერთიანების კულტურული მემკვიდრეობის პრიზზე – „ევროპა ნოსტრას“ ჯილდოზე, რის შედეგადაც პროექტმა ერთ-ერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა.



ყველა ახალი ამბავი
0