Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ერთ კვირაში ტყუპების მამა ხდება...“ – ნოდარ მელაძეს მეგობრები ამხნევებენ

© photo: Nodar Meladze / FBნოდარ მელაძე
ნოდარ მელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნოდარ მელაძე სამსახურიდან პაატა სალიამ დღეს გაუშვა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უკვე ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე მალე მამა გახდება. ინფორმაციას სოციალურ ქსელში „კურიერის“ პროდიუსერი სოფო ხუციშვილი ავრცელებს.

„ჩემი მეგობარია! ძალიან ძლიერია! სუპერპროფესიონალია! მის გვერდით ხარ იმაზე უკეთესი, ვიდრე მანამდე იყავი! ერთ კვირაში მამა ხდება და ეს ყველაფერზე მთავარია“, – წერს ხუციშვილი.

უცნობია, ვინ არის ნოდარ მელაძის შვილების დედა, რადგან ტელეწამყვანი პირად ცხოვრებაზე თითქმის არასდროს საუბრობს. ირკვევა, რომ მელაძე მალე ტყუპების მამა გახდება.

Нанука Жоржолиани - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“-დან ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და გიორგი გაბუნია გაუშვეს

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას გადაწყვეტილებით, ნანუკა ჟორჟოლიანი, ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია და არხის სხვა თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ნოდარ მელაძე რამდენჯერმე დააფიქსირეს „ტვ პირველის“ დამფუძნებელთან ვახტანგ (ვატო) წერეთელთან ერთად, საიდანაც გაჩნდა ეჭვი, რომ ნოდარ მელაძე, შესაძლოა, მალე “ტვ პირველში” ვიხილოთ.

ყველა ახალი ამბავი
0