Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მალინა, მალინა“, რამ „შეაწუხა“ ვინ დიზელი საქართველოში – ინტერნეტ-რეაქციები

© Photo: Vin Diesel / FBვინ დიზელი
ვინ დიზელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში “ფორსაჟი 9”-ის ბოლო, 10-წუთიანი ნაწილის გადაღების დაწყებას სოციალურ ქსელში არაერთი იუმორისტული პოსტი მოჰყვა.

საქართველოში „ფორსაჟი 9“-ის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები მიმდინარეობს. იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ფილმის მთავარი როლის შემსრულებლები არ იმყოფებიან და გადაღებებში დუბლიორები და კასკადიორები მონაწილეობენ, სოციალურ ქსელში ძალიან აქტუალურია ვინ დიზელის მემები, რომელიც ხან „მალინა, მალინამ!“ „შეაწუხა“, ხან თბილისის „საცობებმა“.

ვაჟა-ფშა­ვე­ლა­ზე მცხოვ­რე­ბი ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი „ფე­ის­ბუქ­ზე“ წერს, რომ მთე­ლი დღეა კორ­პუ­სე­ბის ეზო­ებ­ში და­დის მანქანა რუ­პო­რით და ად­გი­ლობ­რი­ვებს ბო­დიშს უხ­დის ხმა­უ­რის გამო: „1-წუ­თი­ა­ნი კად­რის გამო ხდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი. შე­გიძ­ლი­ათ ჩა­მოხ­ვი­დეთ და გა­და­ღე­ბე­ბის პრო­ცესს შე­ხე­დო­თო, ეგეც გვი­თხრეს" – წერს ად­გი­ლობ­რი­ვი.

„ფორ­სა­ჟის“ გა­და­ღე­ბებ­მა ქარ­თველ ინ­ტერ­ნეტ-­მომ­ხმა­რე­ბელს იუ­მო­რის უწყვე­ტი ნა­კა­დი გა­უხ­სნა. „ფე­ის­ბუქ­ზე“ უამ­რავ სა­ხა­ლი­სო კო­მენ­ტარს წა­ა­წყდე­ბით ცნო­ბი­ლი ტრი­ლე­რის გა­და­ღე­ბე­ბის შე­სა­ხებ: დათო გორ­გი­ლა­ძე: „ფორ­სა­ჟის“ ახა­ლი სე­რი­ის ბო­ლოს ვინ დი­ზე­ლი ის­ნის დაშ­ლი­ლებ­ში იწყებს მუ­შა­ო­ბას“.

„რო­გორ ხვდე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს „ფორ­სა­ჟის“ ახალ სე­რი­ა­ში ვინ დი­ზე­ლი­სა და დუ­ა­ინ ჯონ­სო­ნის პერ­სო­ნა­ჟე­ბი? ახ­ლა­ვე მო­გახ­სე­ნებთ.

ვინ დი­ზელს მან­ქა­ნა ჰყავს მი­ჩე­რე­ბუ­ლი ვა­ჟა­ზე „მაკ­შა­ურ­მას­თან". მან­ქა­ნა­ში ზის, მაგ­რამ მა­ი­ო­ნე­ზი რო არ და­ე­წუ­წოს, ფე­ხე­ბი გა­რეთ, ას­ფალტზე უდ­გას. მი­დის დუ­ა­ინ ჯონ­სო­ნი. ბორ­ბალს ფეხს მი­ა­დებს, ოდ­ნავ შე­არ­ყევს და ეკი­თხე­ბა: - რა სტკი­ვა ეხლა ამას?“ - წერს დათო გორ­გი­ლა­ძე.

სან­დრო რა­ჩკოვ­სკი: „მთა­ვა­რი „ვი­ლა­ნი“ ყვი­თელ მარ­შუტ­კა­ზე ზის და მა­გას მის­დევს ვინ დი­ზე­ლი. ფილ­მის სი­უ­ჟე­ტი ეგაა, უნდა და­ე­წი­ოს და მუ­ქა­რით ჩა­არ­თვე­ვი­ნოს კონ­დი­ცი­ო­ნე­რი“.

თბილისში „ფორსაჟი 9”-ის გადაღებები პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში დაიწყო. ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის UNIVERSAl PICTURES ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმის ეპიზოდების გადაღება 18 აგვისტოს დაიწყო და 20 სექტემბრამდე გასტანს.

ვაჟა-ფშაველას გამზირი - Sputnik საქართველო
„ფორსაჟი 9"-ის გადაღების გამო 18 აგვისტოდან ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება

გადაღებებისთვის საქართველოს ორასამდე ჰოლივუდელი სტუმარი ეწვია. გადამღები ჯგუფი სულ 600 ადამიანისგან შედგება, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალია. ამასთან ჩამოყვანილია სპეცტექნიკა, მათ შორის სპეცტრაილერი, რომელიც, ფილმის სიუჟეტის თანახმად, ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან გადავარდება.

როგორც ცნობილია, თბილისში „ფორსაჟი 9“-ის 10-წუთიან მონაკვეთს გადაიღებენ. რაც შეეხება ბიუჯეტს, თბილისში გადაღებებზე 32 მლნ ლარი დაიხარჯება.

გადაღებებისთვის შერჩეულია ლოკაციები თბილისსა და რუსთავში, კერძოდ, გადაღებები განხორციელდება რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, ასევე რუსთავში, ბაზრობის ტერიტორიაზე.

საქართველოს კინოთეატრებში კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის პრემიერა გაიმართება >>>

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, გადაღების მასშტაბისა და ინვესტიციის მოცულობიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ არსებობის ისტორიაში.

„ფორსაჟი“ (The Fast and Furious) არის ამერიკული კინო-ფრენჩაიზი, რომელიც ამჟამად შედგება რვა სრულმეტრაჟიანი და ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმისგან. ფილმები გამოდიოდა 2001 წლიდან 2017 წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0