Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ძალიან მიყვარდა...“ – ქეთა თოფურია ყოფილ ქმართან და გუფთან ურთიერთობებზე ალაპარაკდა

© courtesy of Keta Topuriaქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქეთა თო­ფუ­რი­ას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა რუ­სულ და ქარ­თულ მასმე­დი­ა­ში მუდ­მი­ვად გან­ხილ­ვის მი­ზე­ზია. მას შემ­დეგ, რაც მე­უღ­ლეს – ლევ გე­იხ­მან­ს და შემ­დეგ რე­პერ გუფს და­შორ­და, A'Studio-ს სო­ლის­ტის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ არაფე­რია ცნო­ბი­ლი.

ინტერვიუ მარია მალნიკოვას „იუთუბ“-არხზე შოუში „მაშა ჰკითხავს“ მანამდეა ჩაწერილი, სანამ მომღერალი იტალიაში წავიდოდა დასასვენებლად. რეპერ გუფთან დაშორების შესახებ ქეთამ აღნიშნა, რომ არ სურდა ამაზე კომენტარის გაკეთება.

„რატომ დავშორდით? იმიტომ, რომ სხვადასხვა ცხოვრების წესი გვაქვს. ბევრჯერ ვეცადეთ, რაღაც საერთო გაგვეკეთებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა. თუმცა მე ის ძალიან მიყვარდა“, – ამბობს მომღერალი.

ქეთას თქმით, ყოფილ ქმარს რეპერთან ურთიერთობამდე დაშორდა, თუმცა ყველას ეგონა, რომ მიზეზი რეპერი იყო.

„ჩვენ უკვე დიდი ხანი არ ვცხოვრობდით ერთად. ცუდად არც დავშორებივარ ლევს, და ახლაც შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს შვილს ასეთი კარგი მამა ჰყავს“, – ამბობს ქეთა.

32 წლის ქეთა თო­ფუ­რი­ას რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ხელ­ზე ნიშნობის ბე­ჭე­დი უკე­თია. ბა­ქო­ში მიმ­დი­ნა­რე მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ ЖАРА 2019-ზე გა­მოს­ვლამ­დე მომ­ღე­რალ­მა ფო­ტო­კა­მე­რე­ბის წინ იპო­ზი­ო­რა ულა­მა­ზე­სი თეთ­რი კა­ბით და მარ­ჯვე­ნა ხელ­ზე მა­სი­უ­რი ბრი­ლი­ან­ტის ბეჭ­დით.

A'Studio-ს სო­ლის­ტი ბეჭ­დის თა­ო­ბა­ზე კო­მენ­ტა­რებს არ აკე­თებს, თუმ­ცა ფა­ნე­ბი მო­საზ­რე­ბებს გა­მოთ­ქვა­მენ: „ნუთუ გუფს მიჰ­ყვე­ბა?“; „ეს უბ­რა­ლოდ ბე­ჭე­დია თუ და­ი­ნიშ­ნე?“; „გა­მო­ტყდი, რომ გუფ­ზე აპი­რებ და­ქორ­წი­ნე­ბას“; „ქორ­წი­ლი გვე­ლის?“ – წე­რენ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის კო­მენ­ტა­რებ­ში.

თუმ­ცა, რე­პე­რის გარ­და რუ­სუ­ლი მე­დია კი­დევ ერთ შე­საძ­ლო კან­დი­დატ­ზე წერს. ეს მომ­ღე­რა­ლი სერ­გეი ლა­ზა­რე­ვია. ბა­ქო­ში ფეს­ტი­ვა­ლის დროს ქეთა და სერ­გეი ერ­თად და­ა­ფიქ­სი­რეს, მათმა ერთობლივმა ფოტომ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა.

ყველა ახალი ამბავი
0