Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნანიკო ხაზარაძის შვილმა საზოგადოება გააოცა – ნახეთ როგორ გამოიყურება გოგონა

© courtesy of Naniko Khazaradzeნანიკო ხაზარაძე
ნანიკო ხაზარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე პირად ცხოვრებას არავის უმალავს.

ცნობილი ტელეწამყვანის ნანიკო ხაზარაძის ერთადერთი შვილი ლილუ ნუცუბიძე 16 წლის გახდა. ტელეწამყვანმა დაბადების დღე შვილს სოციალური ქსელის საშუალებით მიულოცა და ძველი ფოტო

 გამოაქვეყნა, სადაც ნანიკო ხაზარაძე იმ პერიოდშია გადაღებული, როცა ჯერ კიდევ ტელეკომპანია „მაესტროს“ დილის გადაცემის წამყვანი იყო.

ნანიკო ხაზარაძემ ლილუ დამოუკიდებლად აღზარდა. მისი თქმით, ლილუს ბავშვობიდან ზრდასრულ ადამიანად აღიქვამდა და მასთან ერთად "გაიზარდა". სხვადასხვა გადაცემებში ნანიკო ჰყვება, რომ ლილუს უპრობლემო გარდატეხის ასაკი აქვს.

ულამაზეს შვილთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს და ერთმანეთს არაფერს უმალავენ, მეტიც, საუკეთესო მეგობრები არიან.

ნანიკოს მეგობრებმა თაფლისფერთვალება გოგონა მამას მიამსგავსეს. ტელეწამყვანი ფანებს დათანხმდა და დააკომენტარა: "კი, მამას საშინლად ჰგავს..."

ლილუ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა და ამბობენ, რომ ზედგამოჭრილი მამაა.

„ტოროლების“ წამყვანი მოულოდნელად ჯერ კიდევ იმ დროს გათხოვდა, როცა საზოგადოებას ეგონა, რომ ის „ტოროლების“ თანაწამყვან ნიკა ლომიძეზე იყო შეყვარებული. ის საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა.

საქართველოში დაბრუნებული ისევ „მაესტროში“ მუშაობდა, ხოლო იქიდან „რუსთავი 2“-ში გადავიდა. ყველას ახსოვს, ალბათ, დილის გადაცემა, როცა მან და მისმა მეუღლემ სტუდიაში მოაწერეს ხელი. შემდეგ ნანიკო იხსენებდა, რომ წინა დღეს, როცა გადაცემა იგეგმებოდა, ბევრს ფიქრობდნენ, 15 აპრილისთვის რა სიურპრიზის შეთავაზება შეეძლოთ მაყურებლისთვის.

ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე მეორედ შარშან, ნოემბერში დაქორწინდა. მისი რჩეული ლევან მათითაშვილია. წყვილი დიდი ხანია ხვდებოდა ერთმანეთს, ბოლო პერიოდში კი საზოგადოებაშიც არ ერიდებოდნენ ერთად გამოჩენას, თუმცა, პირად თემებზე საუბარს ნანიკო ყოველთვის გაურბოდა.

ყველა ახალი ამბავი
0