Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნინო ჩხეიძე ბიზნესმენ ქმართან ერთად ისვენებს – ნახეთ წყვილის უახლესი ფოტოები

© courtesy of Nino Chkheidzeნინო ჩხეიძე კახა კორახაშვილი
ნინო ჩხეიძე კახა კორახაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილ ქართველ შემსრულებელზე არაერთი ჭორი ვრცელდებოდა. საზოგადოება ნინო ჩხეიძისა და გიორგი კორახაშვილის დაშორებას განიხილავდა.

ცნობილი ოჯახის თანაცხოვრება მრავალ წელს ითვლის. მიუხედავად იმისა, რომ ნინომ ქმართან ურთიერთობას „ვირტუალური ოჯახი“ უწოდა, ისინი ოფიციალურად არ დაშორებულან. ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთმა თვალსაჩინო და გულახდილმა ვარსკვლავმა ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ ქმართან შორი მანძილი აკავშირებს. მათი ამჟამინდელი ურთიერთობა ახალი გამოწვევის წინაშე დგას.

მიუხედავად მრავალი პრობლემისა, ის 14 წლის ქალიშვილთან ერთად მეუღლეს – ბიზნესმენ კახა კორახაშვილს საზღვარგარეთ ხშირად სტუმრობს. ნინოს მიერ ქმართან გადაღებულ ფოტოებს უამრავი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე. ეს წყვილის უახლესი სურათია.

ნინო კორპორატიულ საღამოებსა და ქორწილებზე საკუთარ რეპერტუარს ხშირად ასრულებს. ამჯერად წყვილი ისრაელში შეხვდა, სადაც ნინომ რამდენიმე სიმღერა ქართველი ებრაელის ქორწილზე იმღერა.

ნინო ჩხეიძე ქმართან გაშორებაზე საჯაროდ არ საუბრობს, მაგრამ ინტერნეტ-გადაცემა „სთორი/story“-ში დუმილი პირველად რამდენიმე თვის წინ დაარღვია. მომღერლის სიტყვებში დიდი ტკივილი იგრძნობოდა. ქალაქური ფოლკლორის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ „ვირტუალური ოჯახი“ აქვთ და ერთად არ ცხოვრობენ. საკმარისია ნინო ჩხეიძის ოფიციალურ გვერდზე შეხვიდეთ, თქვენც შეამჩნევთ, რომ მეუღლესთან ერთად ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს.

მიუხედავად რთული პერიოდისა, ნინო ჩხეიძემ აღიდგინა ძალები. დააფუძნა ბენდი NIO-band, შექმნა დახვეწილი და ჰაეროვანი თავსაბურავების ბრენდი NIO.

გარდა ამისა რადიო „აფხაზეთის ხმის“ ეთერში შეგიძლიათ მოუსმინოთ მის გადაცემას „სტუმრად ნინოსთან“, რომლის ავტორიცა და წამყვანიც თავად მომღერალია.

ყველა ახალი ამბავი
0