პოლონეთში თანამედროვე ხელოვნების ახალგაზრდა ქართველი არტისტის გამოფენა გაიმართება

CC BY 2.0 / N i c o l a / Warsawვარშავა, პოლონეთი
ვარშავა, პოლონეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხატვრის ნამუშევრები მოიცავს გრაფიკას, ფოტოგრაფიას, სკულპტურასა და ინსტალაციას

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik.  თანამედროვე ხელოვნების ახალგაზრდა ქართველი წარმომადგენლის ლადო ლომიტაშვილის გამოფენა ვარშავაში ზახენტას  ხელოვნების ეროვნულ გალერეაში შაბათს, 17 აგვისტოს გაიხსნება, ნათქვამია გალერიის განცხადებაში.

უჩვეულო ექსპოზიციას, რომელიც ხელოვნების რამდენიმე ჟანრსა და სტილს გააერთიანებს, ეწოდება „დაე, მდინარემ გაიგოს თქვენი ოცნება. წყალი წაიღებს მას“. 

გამოფენა - Sputnik საქართველო
თბილისში პოლონელი მხატვრის გამოფენა გაიმართება

ლომიტაშვილის გამოფენის დათვალიერებას ვარშავის მცხოვრებლები მიმდინარე წლის 14 ოქტომბრამდე შეძლებენ.

ზახენტას ხელოვნების ეროვნული გალერეა ერთ–ერთი უძველესი და ცნობილი ექსპოზიციური სივრცეა პოლონეთის დედაქალაქში. გალერიის შენობა 1990 წელს ნეორენესანსის სტილში ააშენეს. ადგილი სწრაფად იქცა უცხოელი და ადგილობრივი მხატვრების გამოფენების ერთ–ერთ პრესტიჟულ მოედნად.

ლადო ლომიტაშვილი 1994 წელს დაიბადა, ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. იგი ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. გამოფენებს აქტიურად აწყობს საქართველოსა და უცხოეთში.

მისი შემოქმედება მოიცავს გრაფიკას, ფოტოგრაფიას, სკულპტურას, ინსტალაციასა და სხვა მიმართულებებს.

ყველა ახალი ამბავი
0