Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჰოლივუდი ისვენებს ინას ფონზე“- ჯამბურიას ყოფილი დედამთილი ახალი რძლით აღფრთოვანებულია

© Photo: Beka Xoperia / FBბექა ხოფერია ინა ოსიპოვა
ბექა ხოფერია ინა ოსიპოვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
წყვილმა ერთმანეთი მოსკოვში გაიცნო და 2015 წელს იქორწინა

მომღერალ თიკა ჯამბურიას ყოფილი დედამთილი ხათუნა ხოფერია ახალი რძლის და შვილის ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ მისი რძლის ფონზე, ჰოლივუდი ისვენებს. ფოტოებს უამრავი დადებითი კომენტარი აქვს.

ბექა ხოფერიას მეორე ცოლი ინა ხოფერიაა. წყვილმა ერთმანეთი მოსკოვში გაიცნო და 2015 წელს იქორწინა. ინა ოსიპოვა ნახევრად ქართველია, ნახევრად ასირიელი. განათლება მოსკოვში, შემდეგ კი იტალიაში მიიღო. „ვიპოვე ის, ვისაც დიდი ხანია ვეძებ“- ამბობდა მაშინ ბექა.

იმ დროს საზოგადოების ნაწილი ბექასა და თიკას შერიგებას მოელოდა, მაგრამ ამაოდ. ალბათ სწორედ ამიტომ, ახლადშეუღლებულების, უფრო მეტად კი ინასადმი საზოგადოების ნაწილი აგრესიას გამოხატავდა.

ახლადშექმნილ ოჯახს მალე ახალი წევრი შეემატა. ამჟამად წყვილს ორი გოგონა ჰყავს. მესამე გოგონა ბექას თიკა ჯამბურიასთან ქორწინებისას გაუჩნდა. 

ყველა ახალი ამბავი
0