Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„არ დავაჩაგვრინოთ მოძალაადეებს თავი...“ - ნუკი კოშკელიშვილი დუმილს არღვევს

© Facebook / Nuki Koshkelishviliნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდელი სოციალური ქსელის მომხმარებლებს მიმართავს და ინტერესდება, ჰქონიათ თუ არა მათ მსგავსი გამოცდილება

მოდელმა და ტელეწამყვანმა რამდენიმე საათის წინ Instagram-ზე ახალი პოსტი გამოაქვეყნა. მან აღნიშნა, რომ მსგავს თემებზე ლაპარაკს აქამდე ერიდებოდა, თუმცა ახლა დრო დადგა, რომ ისაუბროს.

View this post on Instagram

ასეთ თემებზე თითქმის არასდროს ვსაუბრობ, არა და მგონი საჭიროა. გახდომასე და თავის მოვლის ხრიკებზე მეტად. “ბულინგი”/ ძალადობა/ შანტაჟი. სულ მესმის ვიღაცის მეგობარზე, ვისაც ქმარი სცემს, ღალატობს და მერე აბრალებს,- “ შენი უვარგისობის ბრალია”-ო. არიან გოგო/ბიჭები სკოლებში ვინც უფულობის, გარეგნობის და ათასი რაღაცის გამო იჩაგრებიან. კიდევ ხშირად გვესმის რომ ყოფილი შეყვარებული აშანტატაჟებს ახალგაზრდა გამოუცდელ გოგოს “გაბაზრებით” და “დაგღუპავ, გაგაუბედურებ”-ით. თქვენ მსგავსი გამოცდილება გქონიათ? თუ კი, რა გიქნიათ? იცით რამე დახმარების სააგენტო, რომელიც ანონიმურად ეხმარებათ, განკიცხვის გარეშე(ვიცი ეს ბევრისთვის მნიშვნელოვანი)მგონია ბევრი ასეთი ადამიანი შეიძლება კითხულობდეს ჩემ პოსტს და მინდა ბიძგი მივცეთ, დავეხმაროთ. დაჩაგრულებს ხშირად უტყდებათ, ეშინიათ ამაზე საუბარი.. არა და გამოსავალი ყოველთვის არსებობს. უნდა იბრძოლო შენი ბედნიერებისთვის.. ვცხოვრობთ ერთხელ არ დავაჩაგვრინოთ მოძალაადეებს თავი... სპორტული კოსტუმი @renew_official

A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official) on

„ასეთ თემებზე თითქმის არასდროს ვსაუბრობ, არა და მგონი საჭიროა. გახდომაზე და თავის მოვლის ხრიკებზე მეტად. „ბულინგი“/ ძალადობა/ შანტაჟი. სულ მესმის ვიღაცის მეგობარზე, ვისაც ქმარი სცემს, ღალატობს და მერე აბრალებს,- „შენი უვარგისობის ბრალია“-ო. არიან გოგო/ბიჭები სკოლებში ვინც უფულობის, გარეგნობის და ათასი რაღაცის გამო იჩაგრებიან. კიდევ ხშირად გვესმის, რომ ყოფილი შეყვარებული აშანტაჟებს ახალგაზრდა გამოუცდელ გოგოს „გაბაზრებით“ და „დაგღუპავ, გაგაუბედურებ“-ით. თქვენ მსგავსი გამოცდილება გქონიათ? თუ კი, რა გიქნიათ“, - წერს ფოტომოდელი.

ნუკი ინტერესდება, არსებობს თუ არა რამე დახმარების სააგენტო, რომელიც ანონიმურად ეხმარებათ, განკიცხვის გარეშე. მისი თქმით, დაჩაგრულებს ხშირად უტყდებათ, ეშინიათ ამაზე საუბარი არა და გამოსავალი ყოველთვის არსებობს.

View this post on Instagram

Good night 🌙 #sexymoms

A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official) on

„უნდა იბრძოლო შენი ბედნიერებისთვის.. ვცხოვრობთ ერთხელ არ დავაჩაგვრინოთ მოძალაადეებს თავი“, - წერს ნუკი. 

მოდელი და მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. ტელეწამყვანი შტატებში დაოჯახდა და ერთი ვაჟი შეეძინა. ფეხმძიმობისას წონაში მოიმატა და როგორც ჩანს- ეს აკომპლექსებს. სოციალურ ქსელში ჭარბწონიანი ქალები მისი დიეტებისა და პოსტების გარშემო გაერთიანდნენ, რათა ნუკისთან ერთად არასასურველი კილოგრამები მოიშორონ.

View this post on Instagram

☀️👀

A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official) on

ნუკის გათხოვებას და მშობიარობას ცელულიტი, არასასურველი კილოგრამები, დეპრესია და ამ ყველაფერთან ბრძოლა მოჰყვა. ამის შედეგად, Instagram- ზე საკმაოდ აქტიური გახდა. გამომწერებს, პირადი ცხოვრების დეტალებს, მეუღლესთან ურთიერთობას, საკუთარ შეცდომებს ან ბავშვის მოვლას საჯაროდ უზიარებს და სხვა ქალებთან ერთად განიხილავს.


მსახიობმა, 2009 წელს ითამაშა ქართულ სამედიცინო დრამატულ სერიალში „კლინიკა“, მანამდე კი, პოდიუმზე აქტიურად გამოდიოდა. ეპიზოდური როლები სერიალებში „გოგონა გარეუბნიდან“ და „შუა ქალაქში“ შეასრულა. ია ფარულავასთან და სალომე გოგიჩაიშვილთან ერთად მიჰყავდა ერთ-ერთი რეიტინგული გადაცემა „ყოფილი ცოლების კლუბი“. ეს მისი კარიერის მცირე ჩამონათვალია. ახლა ცნობილი ტელეწამყვანის კარიერაში პაუზაა.

ყველა ახალი ამბავი
0