Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ქალბატონო, ნუკი, გოიმი ბრძანდებით!“-  რა პასუხი გასცა კოშკელიშვილმა აგრესიულ მომხმარებელს

© Facebook / Nuki Koshkelishviliნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სექსუალური და ექსტრავაგანტული ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს. მსახიობს ერთ-ერთმა მომხმარებელმა შეურაცხყოფა მიაყენა და გოიმი უწოდა, რაც ნუკიმ ურეაქციოდ არ დატოვა. ნახეთ რას პასუხობს ცნობილი ტელეწამყვანი გამომწერს

მოდელი და მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. ტელეწამყვანი შტატებში დაოჯახდა და ერთი ვაჟი შეეძინა. ფეხმძიმობისას წონაში მოიმატა და როგორც ჩანს- ეს აკომპლექსებს. სოციალურ ქსელში ჭარბწონიანი ქალები მისი დიეტებისა და პოსტების გარშემო გაერთიანდნენ, რათა ნუკისთან ერთად არასასურველი კილოგრამები მოიშორონ.

ნუკის გათხოვებას და მშობიარობას ცელულიტი, არასასურველი კილოგრამები, დეპრესია და ამ ყველაფერთან ბრძოლა მოჰყვა. ამის შედეგად, Instagram- ზე საკმაოდ აქტიური გახდა. გამომწერებს, პირადი ცხოვრების დეტალებს, მეუღლესთან ურთიერთობას, საკუთარ შეცდომებს ან ბავშვის მოვლას საჯაროდ უზიარებს და სხვა ქალებთან ერთად განიხილავს.

მის პოსტებს ყოველთვის დიდი გამოხმაურება მოსდევს. ნუკი, ცდილობს ყველა აქტუალურ თემას შეეხოს. ამჯერად, ნეგატიური კომენტარი მისმა ბოლო პოსტმა გამოიწვია. მსახიობმა გაამხილა, რომ წონაში საგრძნობლად დაიკლო. „58 კგ და 800 გრამი, მაგრამ დღეს დავარღვიე და ნამუსი მკლავს, ღამე ვერ დავიძინებ“- წერს ნუკი.

ნუკი, გაზიარებულ ფოტოზე მტკივნეულ თემას შეეხო და აღნიშნა, რომ დიეტა დაარღვია. ახლა კი, მთელი ძალით ცდილობს ისევ ფორმაში ჩადგეს: „უნდა დავდგე სასწორზე და დავინახო ეს საძაგელი 56 კგ“ სურათზე დართულმა წარწერამ ერთ-ერთი მომხმარებელი გააღიზიანა. „ქალბატონო, ნუკი, წონას ეშველება, მაგრამ გოიმი რომ ბრძანდებით?!“- დაწერა გამომწერმა.

მსახიობი და ტელეწამყვანი აგრესიას არ აჰყვა და მომხმარებელს უპასუხა.

„შეიძლება  გოიმი  ვარ და  მერე რა? გგონიათ ამით შეურაცხყოფას მაყენებთ?  სიგოიმე არ ტეხავს, მთავარია ბედნიერად და კარგად გრძნობდე თავს შენს ტყავში“, - დააკომენტარა ნუკიმ.

მსახიობმა, 2009 წელს ითამაშა ქართულ სამედიცინო დრამატულ სერიალში „კლინიკა“, მანამდე კი, პოდიუმზე აქტიურად გამოდიოდა. ეპიზოდური როლები სერიალებში „გოგონა გარეუბნიდან“ და „შუა ქალაქში“ შეასრულა. ია ფარულავასთან და სალომე გოგიჩაიშვილთან ერთად მიჰყავდა ერთ-ერთი რეიტინგული გადაცემა „ყოფილი ცოლების კლუბი“. ეს მისი კარიერის მცირე ჩამონათვალია. ახლა ცნობილი ტელეწამყვანის კარიერაში პაუზაა.

ყველა ახალი ამბავი
0