Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ზედმეტად იდეალური ხარ, ასეთი ექსპერიმენტებისთვის“ - ორსული ქეთი ჟღენტი იტალიაში ისვენებს

© Facebook / Katie Jgentiქეთი ჟღენტი
ქეთი ჟღენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მილიონერი თოშა ქებურია დაქორწინებამდე რამდენიმე წელი მომღერალ ქრისტინე იმედაძეს ხვდებოდა

მილიონერი თოშა ქებურია ორსულ მეუღლესთან მოდელ ქეთი ჟღენტთან ერთად, იტალიაში ისვენებს. ქეთი ხშირად აქვეყნებს ფოტოებს Instagram-ის პირად გვერდზე და წერს, რომ ბდნიერებაა, როდესაც მეუღლემ კარგი ფოტოების გადაღება იცის.

მილიონერი თორნიკე ქებურია და მისი უმშვენიერესი მოდელი მეუღლე ქეთი ჟღენტი მეორე შვილს ელოდებიან. ცოტა ხნის წინ ქეთიმ „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, საიდანაც სოციალური ქსელის მომხმარელებმა დაასკვნეს, რომ წყვილს მალე ვაჟი ეყოლება.

წყვილს პირველი შვილი 2018 წლის სექტემბერში შეეძინა. მათ გოგონა გაუჩნდათ, რომელსაც კატერინა დაარქვეს. თოშა ქებურიამ და ქეთი ჟღენტმა ერთი წლის წინ მოულოდნელად იქორწინეს და ქორწილი კაჭრეთში გადაიხადეს, სადაც პატარძალს ელ სააბის კაბა ეცვა.

თოშა მილიონერი ბიზნესმენის ბუბა ქებურიას ვაჟია. მან პირველად ყურადღება მისი სპორტის, კერძოდ, რბოლის სიყვარულით მიიქცია. ქებურიას არაერთ მოტორბოლაში მიუღია მონაწილეობა.

ცნობილია ასევე მისი მოტოციკლებითა და ავტომობილებით გატაცების შესახებ. თორნიკესადმი ინტერესი მისი პირადი ცხოვრების გამო გამძაფრდა.

სიმპათიური ბიჭი მომღერალ და ტელეწამყვან ქრისტინე იმედაძეს რამდენიმე წელი ხვდებოდა.

წყვილი ურთიერთობას არ ასაჯაროებდა, თუმცა დამალვა ვეღარ შეძლეს. მომღერალთან დაშორების შემდეგ სასურველი სასიძო ქეთი ჟღენტზე მალევე დაინიშნა. თოშამ ქეთის ხელი საფრანგეთის ულამაზეს სანაპიროზე სთხოვა.

ყველა ახალი ამბავი
0