Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„როცა დავშორდით, ღამით ფანჯარასთან ვარდებს მიდებდა...“ - მარი ნაკანი მეუღლეზე საუბრობს

© Photo: Mari Nakani / FBმარი ნაკანი
მარი ნაკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარი ნაკანს და გიორგი მამასახლისს 14-წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ

ცნობილი ფოტოგრაფების წყვილი - მარი ნაკანი და გიორგი მამასახლისი ცოტა ხნის წინ შერიგდნენ, თუმცა საზოგადოებისთვის არც ის იყო ცნობილი, რომ წყვილი ცალცალკე ცხოვრობდა.

მარი ნაკანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ გიორგი დაშორების დროსაც ყოველ ღამით მიდიოდა მის ფანჯარასთან და ვარდს უტოვებდა.

„როცა დავშორდით, ცალკე გადავედი საცხოვრებლად. ის ყოველ ღამე მოდიოდა და ფანჯარაში ცალ ვარდს მიდებდა. დღემდე ასეა, ჩვენ შევრიგდით, მას კი, ვარდები მოაქვს“, - წერს მარი ნაკანი.

როგორც ფოტოგრაფმა კომენტარებში აღნიშნა, ფოტო დაშრებისას, შარშანაა გადაღებული. დაშორებას კი 14-წლიან თანაცხოვრებას უკავშირებს, რა დროსაც ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე.

„ვცხოვრობთ, გვტკივა, ვიზრდებით, ვაფასებთ“, - წერს მარი ნაკანი.

მარის და გიორგის საერთო შვილი - სოფო ჰყავთ. მარის პირველი ქორწინებაც ჰქონდა ადრეულ ასაკში, რომელიც მალე დამთავრდა. პირველი ქორწინებიდან მას გოგონა - ლიტუკა თავაძე ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0