Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ლივ ტაილერს ჰგავხარ“ - ქეთას ახალმა ფოტომ ინტერნეტსივრცე მოიცვა

© courtesy of Keta Topuriaქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალი ქეთა თოფურია ზამთარსა და ზაფხულში უპირატესობას ზღვის კურორტებს ანიჭებს

ამ ზაფხულს ქეთამ, ტრადიციისამებრ, ჯერ საქართველოში წყნეთში დაისვენა, სადაც საკუთარი სახლი აიშენა, ახლა კი იტალიის მზიან სანაპიროზე იმყოფება.

View this post on Instagram

🤞🏽

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

სწორედ სიცილიაში გადაღებულ ფოტოზე შეადარეს მომღერალი ჰოლივუდის ცნობილ ლამაზმანს ლივ ტაილერს. ქეთასთან ერთად ისვენებს მისი ქალიშვილი ოლივია გეიხმანიც. მომღერალთან ერთად იმყოფებიან ასევე მისი ქართველი მეგობრებიც.

View this post on Instagram

🐬

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

დაქალები სიცილიაზე დღის პირველ ნახევარში მზეზე ირუჯებიან, ხოლო შუადღისით ულამაზეს ადგილებს ათვალიერებენ.

ივნისში, თოფურიამ ოლივია გეიხმანის დაბადების დღე საქართველოში აღნიშნა. წვეულება წყნეთში გაიმართა. დაბადების დღეს ლევ გეიხმანიც ესწრებოდა, რომელთანაც მომღერალს განქორწინების მიუხედავად, მეგობრული ურთიერთობა აქვს. ქეთა თოფურია და ლევ გეიხმანი 2013 წელს დაქორწინდნენ, მაგრამ ოთხი წლის შემდეგ - 2017 წელს დაშორდნენ.

2017 წლის იანვრიდან რუსული და ქართული პრესა აქტიურად განიხილავდა ქეთა თოფურიას და რეპერ გუფის სავარაუდო რომანს. სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც წყვილი ტაილანდში, კუნძულ სამუიზე ერთად ისვენებდა.

View this post on Instagram

😔🤷🏾‍♂️

A post shared by @ therealguf on


ჯგუფ A'Studio-ს სოლისტისა და რეპერი გუფის დასრულებული რომანი უკვე რამდენიმე თვეა საზოგადოების განხილვის საგანია. წყვი­ლის და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი ღა­ლა­ტია – რე­პერს 18 წლის ეკა­ტე­რინ­ბურ­გელ გო­გო­ნას­თან, ია­ნას­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა.

View this post on Instagram

🐾🎲

A post shared by @ therealguf on

გუფი ცდი­ლობ­და, რო­მა­ნის შე­სა­ხებ ქე­თას არა­ფე­რი შე­ე­ტყო, თუმ­ცა ია­ნამ მო­ი­სურ­ვა, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი გამ­ხდა­რი­ყო და რე­პე­რის და­შან­ტა­ჟე­ბა და­ი­წყო. გუფ­მა ია­ნას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­წყვი­ტა, თუმ­ცა ამ ამ­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლამ შე­ი­ტყო.

ყველა ახალი ამბავი
0