გაფიცვა გადაიდო: რკინიგზელები მოლაპარაკებებზე მიდიან

© photo: Sputnik / Stringerრკინიგზის მშენებლობა ქვიშხეთში
რკინიგზის მშენებლობა ქვიშხეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროფკავშირის თავმჯდომარის განცხადებით, პროფესიული კავშირი ამ ეტაპზე არ დაასახელებს გაფიცვის კონკრეტულ თარიღს

თბილისი, 10 აგვისტო − Sputnik. საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი ამ ეტაპზე გაფიცვის კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს და „საქართველოს რკინიგზასთან“ მოლაპარაკებებში ჩაერთვება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველი არხი.

ქვიშხეთში გაფიცულმა მშენებლებმა სამსახური დატოვეს >>

კომპანია „საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლები საპროტესტო აქციისა და გაფიცვის გამართვას გეგმავენ. ისინი ხელმძღვანელობას ხელფასების 50%-ით გაზრდას თხოვენ. პეტიციას ხელი უკვე მოაწერა 4800-მა თანამშრომელმა.

პროფკავშირის თავმჯდომარის, ვიტალი გიორგაძის განცხადებით, თავიდან „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციამ უარი განაცხადა მოლაპარაკებებში ჩართვაზე და შესაბამისად, პროფკავშირი იძულებული გახდა, უფრო რადიკალური გზებისთვის მიემართა.

მისივე განცხადებით, ის დადებითად აფასებს რკინიგზის განცხადებას, სადაც კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს პრობლემურ საკითხზე რკინიგზელთა ახალ პროფკავშირთან მოლაპარაკებაზე.

„ვიმსჯელეთ და დავადგინეთ, რომ საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი ამ ეტაპზე არ დაასახელებს გაფიცვის კონკრეტულ თარიღს გამომდინარე იქედან, რომ გვსურს, მოლაპარაკებები წარიმართოს ზედმეტი სტრესისა და ულტიმატუმების გარეშე. ვიმედოვნებთ, თუ რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან იქნება კეთილგონივრული და წესიერი მოლაპარაკებები წარმართული, ამ შემთხვევაში, თავიდან ავიცილებთ გაფიცვას“, – განაცხადა პროფკავშირის თავმჯდომარემ.

მატარებელი ერევანი-ბათუმი-ერევანი - Sputnik საქართველო
ქართველი რკინიგზელების გაფიცვით სომხეთი დაზარალდება?!

როგორც გიორგაძემ აღნიშნა, გაფიცვა უკიდურესი გზაა იმისათვის, რომ ადამიანებმა საკუთარი უფლებები დაიცვან და პროტესტი გამოხატონ.

„თუ მოლაპარაკებები დაიწყება უახლოეს პერიოდში და ამის გარანტია გვაქვს, ასევე იქნება კეთილსინდისიერი, ამ შემთხვევაში, ვფიქრობთ, ისეთი გადაწყვეტილება მიიღება, რომელიც რკინიგზისა და რკინიგზელების ინტერესების თანხვედრაში იქნება და ავიცილებთ გაფიცვას“, – აღნიშნა ვიტალი გიორგაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, მედიატორის ჩართულობით, მოლაპარაკებები ორშაბათიდან დაიწყება.

„იმედია, ყველა მხარე გააკეთებს ყველაფერს, რომ თავიდან ავიცილოთ პროტესტი. სრულ მზადყოფნაშია საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი, აწარმოოს საგაფიცვო პროცედურები იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ, რომ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს კეთილსინდისიერად, ადმინისტრაცია არ არის განწყობილი კონსენსუსისთვის, ასეთ შემთხვევაში ორგანიზაციას საგაფიცვო პროცედურების კონკრეტული გეგმა აქვს“, – განაცხადა პროფკავშირის თავმჯდომარემ.

სამგზავრო მატარებელი - Sputnik საქართველო
საქართველოს რკინიგზა: ხელფასების 50%-იანი მატება შეუსრულებელი მოთხოვნაა

„საქართველოს რკინიგზაში“ თანამშრომლების მოთხოვნებს არარეალურს უწოდებენ. კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ 2020 წლის 1 მარტიდან დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1 500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10 პროცენტით, რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს. გარდა ამისა, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.

სს „რკინიგზაში“ 12682 ადამიანია დასაქმებული, მათგან პროფკავშირში დაახლოებით 4,8 ათასი ადამიანი ირიცხება.

ყველა ახალი ამბავი
0