შსს-ში 479 სტაჟიორის პოზიციაზე ვაკანსიები გამოაცხადა

© photo: Sputnik / The First Channel საქართველოს შსს-ს შენობა
საქართველოს შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სხვადასხვა პოზიციაზე გამოცხადებული ვაკანსიის სტაჟირების გავლა თბილისის გარდა, საქართველოს 10 რეგიონში იქნება შესაძლებელი

თბილისი, 10 აგვისტო − Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფმა თბილისსა და რეგიონებში სტაჟიორის 479 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადა, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს 400-მდე ახალგაზრდას დაასაქმებს >>

არსებული ინფორმაციით, სტაჟირების გავლა შესაძლებელია თბილისში, ქვემო ქართლში, იმერეთში და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, შიდა ქართლში, აჭარაში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და გურიაში.

„სტაჟიორის ვაკანსია სხვადასხვა პოზიციაზეა გამოცხადებული, მათ შორისაა: გამომძიებელი, ინსპექტორი და ფსიქოლოგი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ექსპერტი საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, ასევე სტაჟირება გამოცხადებულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, 112-ში, სასაზღვრო პოლიციაში, ადამიანური რესურსების მართვის და ეკონომიკურ დეპარტამენტებში, მომსახურების სააგენტოში, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში“, - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისი - Sputnik საქართველო
დასაქმების ფესტივალზე ახალგაზრდებს ათასზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებენ

უწყების ცნობით, შეფასების შედეგების გათვალისწინებით, საუკეთესო სტაჟიორები სამინისტროში 99 ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღებიან.

სტაჟირების ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 16 ივლისს გამართულ დასაქმების ფორუმზე გააცნო, რომლის მიზანს წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ახალგაზრდა, მოტივირებული და კვალიფიციური კადრების მოზიდვა.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 უმაღლეს სასწავლებელთან  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში სამინისტრო გეგმავს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტთა მიერ სამუშაო პრაქტიკის გავლის კუთხით.

 

ყველა ახალი ამბავი
0