გაფუჭებული რეანომობილით გადაყვანისას კომაში ჩავარდნილი ბიჭის მდგომარეობა დამძიმდა

© Pixabay / OsloMetXპაციენტი
პაციენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ბელა ჯმუხაძე საზოგადოებას თხოვს, ლუკასთვის ილოცონ, რადგან არსებულ პრობლემებს მენინგიტი და სეფსისი დაემატა.

თბილისი, 9 აგვისტო  – Sputnik. 16 წლის ლუკა ფოფხაძეს, რომელიც ამბროლაურის გაფუჭებული რეანომობილით გადაყვანისას კომაში ჩავარდა, ჯანმრთელობის ახალი პრობლემები აქვს, ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ბათუმი - Sputnik საქართველო
რუჯი ნებისმიერ ფასად: დამწვრობის ცენტრში 7 პაციენტი, მათ შორის, 5 წლის ბავშვი  მკურნალობს

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ბელა ჯმუხაძე საზოგადოებას თხოვს, ლუკასთვის ილოცონ, რადგან არსებულ პრობლემებს მენინგიტი და სეფსისი დაემატა.

„ძალა მეცლება. გემუდარებით, აქამდე თქვენმა ლოცვებმა და უფალმა მოგვიყვანა. მკურნალობა დაიწყეს. ამასაც რომ გავუძლოთ დამეხმარეთ, ილოცეთ, უფალი შეგეწევათ. სამი სიკვდილი დავამარცხეთ ლოცვით, ამასაც მოვერევით, ოღონდ დამეხმარეთ მარტო გამიჭირდება“, - წერს ბელა ჯმუხაძე.

ხელის თხოვნა - Sputnik საქართველო
ავარიისას სასწრაფო გამოიძახეს, პაციენტმა კი ექთანს ხელი სთხოვა - ქართული ვიდეო

16 წლის ბიჭი ამბროლაურის საავადმყოფოში სავარაუდოდ მწვავე ვირუსით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში 27 ივლისს მიიყვანეს. მისი თბილისში გადაყვანის დროს, გამოიძახეს რეანომობილი, რომელიც ლენტეხიდან წამოვიდა, ცუდ მდგომარეობაში იყო და რამდენიმე საათი დასჭირდა ადგილზე მისასვლელად.

მანქანა შაორთან გაფუჭდა, ხელოვნური სუნთქვის აპარატი, რომელზეც ბიჭი იყო მიერთებული, გაითიშა და პაციენტს უჟანგბადობის გამო ტვინი გაეთიშა. ტყიბულში უკვე სხვა რეანომობილი გამოიძახეს, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო ის უკვე ქუთაისში წაიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0