მუსიკის როკვა რაჭის მთებში  – ეთნოფესტივალი ბევრ სიურპრიზს გპირდებათ

© press-service of the Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti municipalityრაჭა
რაჭა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სცენაზე გაჟღერდება ჯაზი, ფოლკი, როკი და ელექტრონული კომპოზიციები

თბილისი, 9 აგვისტო  — Sputnik. მუსიკალური ფესტივალი Rokva, რომელშიც სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე  ქართველი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას, მაღალმთიანი რაჭის ერთ–ერთ ულამაზე სოფელ  შოვში პირველად გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების Facebook– გვერდზე. 

ფესტივალი „ღამის სერენადები“ - Sputnik საქართველო
„ღამის სერენადები“ - ფესტივალი საქართველოში უცხოელ სტუმრებს მოუყრის თავს

მსმენელის წინაშე 15–ზე მეტი მუსიკოსი წარდგება, მათ შორის Yanamaste, Killages, On The Road, Dode, ლექსო რატიანი, დაგდაგანი. სცენიდან  გაჟღერდება ჯაზი, ფოლკი, როკი, ელექტრონული კომპოზიციები – არანაირი ჟანრობრივი შეზღუდვა.

მუსიკის გარდა, ფესტივალის სტუმრები დაათვალიერებენ რაჭის ფოლკლორის თემაზე შექმნილ გამოფენა–გაყიდვას, ფოტო–ექსპოზიციას, ვორქშოპებს და ამასთან იხილავენ ორიგინალურ ინსტალაციებს.

ორგანიზატორებმა ტერიტორია, სადაც ფესტივალი გაიმართება, რამდენიმე სექტორად დაყვეს. გარდა ამისა, გაიმართება ადგილობრივი ოსტატების ხელნაკეთი ნივთებისა და კულინარიული პროდუქციის გამოფენა–გაყიდვა.

ორგანიზატორების თქმით, კულტურული ღონისძიების მიზანი ონის რაიონის პოპულარიზაცია და მისი კულტურული ცხოვრების გაცოცხლებაა.

ფესტივალი 14:00 საათზე დაიწყება და გვიან ღამემდე გაგრძელდება. 10 წლამდე ბავშვებისთვის ტერიტორიაზე შესვლა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0