Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

მაკა ზამბახიძემ სიმპათიურ შეყვარებულთან ახალი ფოტო გამოაქვეყნა - სად ისვენებს წყვილი

© courtesy of Maka Zambakhidzeმაკა ზამბახიძე მიხეილ ჩოხელი
მაკა ზამბახიძე მიხეილ ჩოხელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ივლისი მაკას ახალი შეყვარებულის განხილვით დაიწყო და აგვისტოს მხურვალე თვე იმავე თემით გაგრძელდა

7 წლით უმცროსი მეორე ნახევარი და ცნობილი ქართველი მომღერალი- მაკა ზამბახიძე ერთმანეთს ძალიან უხდებიან. ცხელი ზაფხულის გატარება კი, ბათუმში გადაწყვიტეს.

შეუდარებელი შემსრულებელი რეპერტუარით და საინტერესო ცხოვრებით გამოირჩევა. მისი პირადი ცხოვრება უამრავ ადამიანს აინტერესებს, მაგრამ მაკა ურთიერთობებზე იშვიათად საუბრობს. მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელში ყველაფერი საჯაროა და მის ახალ პარტნიოთან ფოტოებს სხვა ვარსკვლავები აქვეყნებდნენ. სწორედ ამიტომ, ათასი ჭორ-მართალი გავრცელდა.

საქართველოში კაშკაშა ვარსკვლავების ბედნიერებას ბევრი იზიარებს, უფრო მეტი კი აკრიტიკებს. საქართველოში ეს წარმოსაჩენი და განსხვავებული ტემბრის მქონე მომღერალი მესამე ქორწინებით აგრესიას არავისში იწვევს. მეტიც, ქართული ბომონდით დაინტერესებული საზოგადოება დიდი სიხარულითა და სიყვარულით შეხვდა მაკას 7 წლით უმცროს სპორტსმენ შეყვარებულს.

მაკას ერთადერთი ქალიშვილი სალომე ჩიტაძეს და მაკას ახალ მეგზურს მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. ნანუკა ჟორჟოლიანის ამ სეზონის ბოლო გადაცემაში, მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულმა გოგონამ აღნიშნა, რომ დედის გაბედნიერება მისი დიდი ხნის სურვილი იყო და რა თქმა უნდა, მამინაცვალ- მიხეილ ჩოხელთან საერთო ენა მალე გამონახა.

მაკა, მიხეილი და სალომე ბათუმში ისვენებენ. კვარიათის სანაპიროდან ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ და ზაფხულის ბოლო თვით ერთად ტკბებიან. როგორც ჩანს, მაკამ და სალომემ ერთ-ერთ კლუბში ერთად იმღერეს.

ყველა ახალი ამბავი
0