უძველესი ქართული რეცეპტები -წიგნი, რომელიც დაგაინტერესებთ

გამოწერა
პროექტების ავტორებმა საქართველოს რეგიონები მოიარეს და ადგილობრივებისგან მათი ოჯახების რელიკვიად გამხდარი კერძების რეცეპტები ჩაიწერეს

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. „ქართული გემოს მემკვიდრეობა" ახალი ქართულ-ინგლისური წიგნია ქართული გასტრონომიის განვითარების შესახებ. გამოცემის პრეზენტაცია 2 სექტემბერს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ღოლო  - Sputnik საქართველო
სასარგებლო და პოპულარული ღოლო: თვისებები და ძველი ქართული რეცეპტები

ავტორებმა ნაცნობი და მივიწყებული ქართული კერძების 155 რეცეპტი შეაგროვეს, რომელიც პრეზენტაციის სტუმრებს დაეხმარება კულინარიული შესაძლებლობების გამრავალფეროვნებაში.

პროექტი დააფინანსა „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ". წიგნის ავტორებმა საქართველოს რეგიონებში იმოგზაურეს, შეხვდნენ სოფლის უხუცესებსა და ადგილობრივ მოსახლეობას და იმ კერძების რეცეპტები ჩაიწერეს, რომელიც მათ ოჯახის რელიკვიად ითვლება. გაკეთდა ასობით ჩანაწერი და ფოტო. ავტორების თავდაუზოგავი შრომის წყალობთ, შეგროვდა ბევრი სასარგებლო ინფორმაცია.

ყათმაყაიღამა, ადირგანირშა, მძაღე, აცხამგალი, ყურუთი, კოტრანა, ხირხიტო, ამაჟვა, ძრძ - ეს დასახელებები საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არაფრისმთქმელია, სინამდვილეში კი უძველესი კერძებია.

ყველას, ვინც დაინტერესებულია ქართული გასტრონომიისა და კერძის მომზადების ტექნიკის განვითარებით, ავტორები 2 სექტემბერს, 20:00 საათზე პრეზენტაციაზე ელოდებიან. მისამართი: ქვლივიძის 30.

წიგნების რაოდენობა შეზღუდულია.

ყველა ახალი ამბავი
0