Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თიკა ბალანჩინს და მის პროდიუსერს ულამაზესი გოგონა ჰყავთ - ფოტოები

© Photo: Tika Balanchine / FBთიკა ბალანჩინი დავით ბარნაბიშვილი
თიკა ბალანჩინი დავით ბარნაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუსიკოსი და მომღერალი თიკა ბალანჩინი დედა ერთი წლის წინ გახდა. მომღერალს ბავშვი ესპანეთის ერთ-ერთ სამშობიარო სახლში ეყოლა და მალევე ამცნო კიდეც ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებლებს

ალბათ, გახსოვთ უნიჭიერესი თიკა ბალანჩინი, რომელიც „იქს ფაქტორის“ სცენიდან გაიცანით. მისი მონაცემებით ნამდვილად ყველა მოიხიბლა. პროექტის დასრულების შემდგომ თიკამ თავის ჯგუფთან, “new one”-თან ერთად სერგი გვარჯალაძისა და ბაკუნა ნოზაძის სიმღერა artificial love განსხვავებული ინტერპრეტაციით შეასრულა. სიმღერამაც და კლიპმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

მუსიკოსი და მომღერალი თიკა ბალანჩინი დედა ერთი წლის წინ გახდა. მომღერალს ბავშვი ესპანეთის ერთ-ერთ სამშობიარო სახლში ეყოლა და მალევე ამცნო კიდეც ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებლებს.

თიკა ბალანჩინის მეუღლე, ჯგუფი New One-ს პროდიუსერი და ამავე ჯგუფის წევრი, მუსიკოსი დავით ბარნაბიშვილია.

მომღერალი ფეხმძიმობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. პირველი ფოტო 33 კვირის ორსულმა გამოაქვეყნა და სწორედ მაშინ გახდა ცნობილი მისი ფეხმძიმობის შესახებ.

თიკას საკმაოდ აქტიური ორსულობა ჰქონდა, ის ესპანეთის კლუბებში მღეროდა კიდეც. თიკა გოგონას დედა გახდა და მას ულამაზესი სახელი, ლეა დაარქვა. წყვილმა მაშინ ძალიან ბევრი თბილი, გულითადი მილოცვა მიიღო.

აშკარაა, რომ თიკა შესანიშნავ ფორმაშია, რაც მისი ფოტოებიდანაც ჩანს, რომელსაც თავის „ინსტაგრამგვერდზე“ აქვეყნებს.

ყველა ახალი ამბავი
0