„24 წლის გოგონამ დაკარგა ჯანმრთელობა და ბავშვი მუცელში...“ - ოჯახი დახმარებას ითხოვს

© Pixabay / OsloMetXპაციენტი
პაციენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მთელი ტრაგედია ისაა, რომ მიუხედავად იმისა რომ ყველა მეგობარი, ახლობელი, ნაცნობი გაერთიანებულია, ამის მიუხედავად საკმარისი თანხა არ გროვდება საწყისი ოპერაციებისათვის

24 წლის მარიამ ლაბაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს და გოგონასთან დაკავშირებულ უმძიმეს ისტორიას ასაჯაროებს. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ 24 წლის გოგონამ ერთდროულად დაკარგა ჯანმრთელობა და ბავშვი მუცელში.

მათი თქმით, იყო ბევრი ვერსია, ქართველმა ექიმებმა ძალიან ბევრი „იმკითხავეს“, ამასობაში კი ოჯახის ფინანსური რესურსი ამოიწურა - გოგონას ორივე თირკმელი გაეთიშა, წაუვიდა სეფსისი, ფილტვები ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს, ყველა სასიცოცხლო ორგანო ჩათრეულია, დაუძლურებულია ფიზიკურად და მორალურად დანგრეული.

ირკვევა, რომ 4 დღეა მარიამი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. ბოლო 2 დღეა, ჭამა დაიყო, სიცხემაც დაუწია, ცოტა მომჯობინდა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მთელი ტრაგედია ისაა, რომ მიუხედავად იმისა რომ ყველა მეგობარი, ახლობელი, ნაცნობი გაერთიანებულია, საკმარისი თანხა არ გროვდება საწყისი ოპერაციებისათვის.

„დრო აღარ იცდის. დიდძალ თანხას კი თავს ასე სწრაფად ვერ ვუყრით. საწყის ეტაპზე საუბარია 50 000დოლარზე. მოგმართავთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და გამოუყავით თანხა 24 წლის გოგონას, რომელსაც სახლში დედის ლოდინით დაღლილი შვილი - ლილე ელოდება, რომელიც 25 აგვისტოს 3 წლის ხდება“, - აცხადებენ ახალგაზრდა ქალის ნათესავები.

საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002; საკონტატქო ნომერი 599 33 01 14.

ყველა ახალი ამბავი
0