Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„არ მესმის ასე როგორ შეიცვალე?!“- ანრი ჯოხაძის გარეგნულმა ცვლილებამ ფანების შოკი გამოიწვია

© Photo: Anri Joxadze/ FBანრი ჯოხაძე
ანრი ჯოხაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული შოუ-ბიზნესის კაშკაშა ვარსკვლავმა ექსპერიმენტები დაიწყო. მომღერლის ცნობა ახალი იმიჯით გაგიჭირდებათ

ხმაურიანი ვარსკვლავი ანრი ჯოხაძე ექსპერიმენტებს არ უშინდება, მაგრამ ბოლო პერიოდში სტილი განსაკუთრებულად და განსხვავებულად შეიცვალა ისე, რომ არავის ტოვებს გულგრილს.

ქართველი მომღერალი, კომპოზიტორი და შოუმენი ანრი ჯოხაძე 38 წლისაა. მისი ხმა, მანერები, იუმორი თუ ეპატაჟურობა მუდამ ყურადღების ცენტრშია. შემოქმედებითი უნარისა და კომპოზიტორობის გარდა, ტელეწამყვანობაც შეითავსა.

სწორედ, ახალმა პროფესიამ და ტელეეკრანზე უფრო ხშირმა გამოჩენამ მისი იმიჯის ცვლილებები გამოიწვია. წონაში საგრძნობლად დაიკლო, სტილი რადიკალურად შეიცვალა, შემოქმედებითი ფოტოსესიებით თაყვანისმცემლები გაანებივრა, ახლა მეგობრები შემსრულებლის ცხოვრებაში მეორე ნახევრის გამოჩენას ელიან.

მოდური და ტენდენციური იმიჯი ანრის განუყოფელი ნაწილი გახდა. ყველასთვის ნაცნობია, რომ არასდროს უშინდებოდა თამამ გამონქთქვამებს ან ფოტოებს.

მაგრამ რაც ტელეწამყვანობა დაიწყო, მის მიმართ ყურადღება არ ნელდება. „პრიამ შოუმ“ მაყურებელს ანრი სხვა კუთხით წარმოუჩინა.

ყველა ახალი ამბავი
0