Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სამწუხაროა, როცა შენი ქმარი მალულად იქორწინებს...“ - სანაიას ყოფილი ცოლი დუმილს არღვევს

© photo: Natia Gabunia / FBნათია გაბუნია და ვახო სანაია
ნათია გაბუნია და ვახო სანაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეწამყვანი ვახო სანაია სკანდალში ეხვევა, მისი ცოლი მის ახალ ქორწინებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს

ტელეჟურნალისტი ვახო სანაია მოულოდნელად დაქორწინდა, მისი უკვვე ყოფილი მეუღლე, ჟურნალისტი ნათია გაბუნია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ხუთთვიან დუმილს არღვევს.

ნათია გაბუნია ყოფილ მეუღლეს აკრიტიკებს და ამბობს, რომ სამწუხარო ინფორმაცია იყო მისთვის, როცა გაიგო, რომ 4-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ქმარმა ქალთა სოლიდარობისთვის „ხმალამოღებულ მებრძოლთან“ მალულად იქორწინა და ეს „ინბოქსში“ ჩაგდებული ფოტოთი გაიგო.

„ცხადია, მძიმე ამბავია. თითქმის 5 თვეა, ჩუმად ვარ. ახლა კი ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მხოლოდ სანახაობითა და ჩურჩულით ხართ დაკავებული, ვთხოვ, დატოვოს ჩემი სივრცე და სანახაობებს სხვა სივრცეებში დაელოდოს. შეკითხვებითაც ამ მასშტაბური სირცხვილის ავტორებს მიმართეთ. მე ორი უმშვენიერესი გოგოს დედა ვარ და ჩემი შვილების წინაშე ვალდებული ვარ, ვიყო ძლიერი. ყველა დროში ხომ ასე იყო, განსაკუთრებით ჩვენს საზოგადოებაში. ის, რაც ადამიანებისთვის ტრაგედიაა, სხვებისთვის მხოლოდ სანახაობაა. მადლობა ყურადღებისთვის და გასართობად სხვაგან გადაინაცვლეთ”, – წერს ნათია გაბუნია.

ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სანაიას ახლადშერთული მეუღლე, სტომატოლოგი თამარ ყურაშვილია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას” ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა.

წყვილს საერთო შვილი - გოგონა უნა ჰყავთ. პირველი ქორწინებიდან ტელეჟურნალისტ მარიკა ბაკურაძესთან, ტელეწამყვანს ორი გოგონა ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0