Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შესანიშნავი...“ - თინა კანდელაკის ფოტომ საცურაო კოსტიუმში საზოგადოება აღაფრთოვანა

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშითინა კანდელაკი
თინა კანდელაკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპლარულმა ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

პოპულარული ტელეწამყვანი თინა კანდელაკი საბერძნეთში ისვენებს და სოციალური ქსელის მომხმარებლებს ახალ-ახალი ფოტოებით ანებივრებს. მისმა ფოტომ საცურაო კოსტიუმში, საზოგადოების აღფრთოვანება და უამრავი დადებითი კომენტარი გამოიწვია. კომენტარებში აღნიშნავენ, რომ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ქალი ჭკვიანთან და წარმატებულთან ერთად, ლამაზიცაა.

42 წლის ქართველი ბიზნეს ლედი თავს კომფორტულად გრძნობს არა მხოლოდ კამერების წინ - არამედ მსხვილი PR კომპანია აპოსტოლ მედიას“ ხელმძღვანელის სავარძელშიც.

ცნობილმა ტელეწამყვანმა ქართული სამზარეულოს რესტორანი „თინათინი" რამდენიმე წლის წინ გახსნა მოსკოვში და იგი ძალიან პოპულარულია.

ჟურნალისტი მეორე ქორწინებაში იმყოფება. მისი პირველი ქმარი მხატვარი და ბიზნესმენი ანდრეი კონდრახინი იყო, მისგან ტელეწამყვანს ორი შვილი - 18 წლის მელანია და 15 წლის ლეონტი ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0