Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ფეხმძიმე რუსკა მაყაშვილის ცეკვა გულს აგიჩქარებთ - ვიდეო

© photo: Ruska Makashvili / FBრუსკა მაყაშვილი
რუსკა მაყაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თაყვანისმცემლები, 32 წლის ტელეწამყვანის დაოჯახებას  დიდი ხნის მანძილზე ელოდნენ

ენერგიული რუსკა მაყაშვილი ფეხმძიმობამ და მომატებულმა კილოგრამებმა არ შეაჩერეს. თეატრში მთავარი როლის შესრულებაზე და რეიტინგული ტელეპროექტების წაყვანაზე უარი არ უთქვამს. ორსულობის ბოლო თვემდე, მოხდენილი ილეთებითა და ემოციური გამოსვლებით საზოგადოების გაკვირვებას იწვევდა.

რუსკამ საზოგადოების ყურადღება ჯერ კიდევ მაშინ მიიქცია, როდესაც მსახიობი პირველად „საქართველოს ბანკის“ რეკლამაში 2010 წელს ფიფქიის როლით გამოჩნდა. მისი არტისტული ილეთები და მიმიკები, ახალმა თუ ძველმა თაობამ თანაბრად შეიყვარა. მალე, გარეთ აჩერებდნენ ფოტოსა და ავტოგრაფს სთხოვდნენ.

მიუხედავად ულევი წარმატებისა და ფანების განებივრებისა, რუსკა ისევ ისეთი პოზიტიური, უშუალო და უბრალო გოგონაა, რომელიც ყველას ღიმილს იწვევს. გულახდილი მსახიობის ცხოვრების დეტალები ყველამ იცის. მაგრამ, რუსკა პირად ცხოვრებასა და სიყვარულზე ხმა მაღლა საუბარს თავს არიდებდა.

თაყვანისმცემლები, 32 წლის ტელეწამყვანის დაოჯახებას  დიდი ხნის მანძილზე ელოდნენ.  2013 წლიდან ჭორები დადიოდა რუსკას და მორაგბე სანდრო ნიჟარაძის სიყვარულის შესახებ, რაც ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ ქორწილით დაგვირგვინდა.

მოგვიანებით, ყველასათვის საყვარელი და პოზიტიური რუსკა მაყაშვილი მომრგვალებული მუცლით 2017 წლის ზაფხულს გამოჩნდა. საზოგადოებას ფეხმძიმობა შეატყობინა და მალე პატარა ილია ქვეყნად მოავლინა.

ფეხმძიმობის პერიოდში ბევრისთვის ორსულისთვის მიუღებელ და ექსტრემალურ ვიდეოებს აქვეყნებდა. ბევრს ეშინოდა და რუსკას ჯანმრთელობის გაფრთხილებისკენ მოუწოდებდა. მხიარული რუსკა კომენტარებში ყველას აწყნარებდა და წერდა, რომ 9 კილოგრამი მოიმატა და რეპეტიციებზეც იგივე ტემპით ცეკვავს.

რუსკას პატარა ვაჟი 2 წლისაა, სრულიად ჯანმრთელია და დედასავით თავდავიწყებით უყვარს ცეკვა-თამაში.

ყველა ახალი ამბავი
0