Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დედა, 20-ის ვხდები...“ - ეკა ხოფერიას შვილის ასაკი შეეშალა

© photo: ekakhoperiacity / instagrammტელეწამყვანი ეკა ხოფერია, მისი მეუღლე ექიმი მიხეილ ხუჯაძე
ტელეწამყვანი ეკა ხოფერია, მისი მეუღლე ექიმი მიხეილ ხუჯაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეწამყვან და ჟურნალ „სითის“ რედაქტორს ეკა ხოფერიას სამი შვილი ჰყავს

ცნობილი ტელეწამყვანი ეკა ხოფერია Instagram-ზე შვილის, ანანო ლევიძის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ბარსელონაშია გადაღებული. ტელეწამყვანი თავდაპირველად წერდა, რომ გოგონა 21 წლის ხდება, თუმცა ცოტა ხანში მას შვილმა ასაკი შეუსწორა, პოსტი დაარედაქტირა და დაწერა, რომ მის გოგონას მალე 20 წელი შეუსრულდება.

„პოსტის რედაქტირება: ანანო ხდება 20 წლის! და მე კვლავ მეშლება ჩემი შვილების წლები, კლასები და ასე შემდეგ“, - წერს ეკა ხოფერია და აღნიშნავს, რომ ხშირად საკუთარი ასაკიც ეშლება, ეს იმიტომ, რომ ბედნიერების წუთებს არ ითვლიან.

პოსტს უამრავი მოწონება და კომენტარი აქვს.

ტელეწამყვანს სამი შვილი ჰყავს - პირველი ქორწინებიდან ანანო ლევიძე და მეორედან - ორი ვაჟი - იკა და ნიკოლა ხუჯაძეები.

ეკა ხოფერია ექიმ მიხეილ ხუჯაძეზეა დაქორწინებული. წყვილმა ცოტა ხნის წინ ერთად ყოფნის 12 წლის იუბილე და ტელეწამყვანისდაბადების დღე ერთად აღნიშნეს.

ყველა ახალი ამბავი
0