„ჩემი ცოლის დაქალები“ „რუსთავი 2“-ზე აღარ გავა

© photo: My Wife's Friends / FBკადრი სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები"
კადრი სერიალიდან ჩემი ცოლის დაქალები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპულარული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ მაყურებელს ემშვიდობება.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. პოპულარული ქართული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე აღარ გავა, ინფორმაციას ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს.

ჟორჟოლიანმა სერიალის შესახებ ტელეკომპანია „კავკასიაზე“ ისაუბრა. მისი თქმით, არხზე სერიალი სეზონის ბოლომდე იქნება.

ანი ჩირაძე - Sputnik საქართველო
ჩცდ-ს „ჩიკა“ შეყვარებულია – ნახეთ ვინ არის მისი რჩეული

„ჩემი ცოლის დაქალები“ „ფორმულა კრეატივის“ მიერ შექმნილი სატირულ-იუმორისტული ჟანრის ქართული სერიალია, რომელიც „რუსთავი 2“-ზე 2011 წლიდან გადის.

ცნობილი ხდება, რომ „რუსთავი 2“-ზე ასევე აღარ გავა გადაცემები „ჩემი სამზარეულოს წესები“ და „მთავარი ექიმი“.

„ფორმულა კრეატივმა“ ცოტა ხნის წინ ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ განაცხადა, სადაც მათი წარმოებული ყველა პროექტი გავა.

ყველა ახალი ამბავი
0