„წაიყვანე ისე, რომ არც კი გიკითხავს...“ – დედა, რომლის შვილიც სახურავიდან გადახტა

CC0 / Pixabay / ხსოვნის სანთლები
ხსოვნის სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
13 წლის ელენეს გარდაცვალებას სახიფათო ინტერნეტ-თამაშს „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირებენ.

სოციალურ ქსელში ნანა ბერძენიშვილი, რომლის გოგონა მეცამეტე სართულიდან გადახტა, ემოციურ პოსტს წერს. 

ნანა ბერძენიშვილი ღმერთს მიმართავს და მადლობას უხდის იმ 13 წლისთვის, რომელიც მის გოგონასთან ერთად გაატარა.

„რადგან მაჩუქე, რაღაცნაირად მჯეროდა, რომ ჩვენ კარგად ვიქნებოდით, მაგრამ ერთ დღესაც წაიყვანე, წაიყვანე ისე, რომ არც კი გიკითხავს, ის ხომ ჩემი გოგო იყო. ამაზე გამუდმებით გესაუბრები, შენ კი არ მპასუხობ, თუმცა ორივემ ვიცით, რომ ჩვენი შეხვედრა გარდაუვალია, ისევე, როგორც ჩვენი საუბარი. მინდა იცოდე, როცა მეც წამიყვან, კრინტსაც კი არ დავძრავ, ჯერ ელენეს ვიპოვი და ძალიან, ძალიან, ძალიან მაგრად ჩავეხუტები. შემდეგ კი ვისაუბრებთ“, – წერს ბერძენიშვილი.

როგორც გარდაცვლილის დედა წერს, დღეს ელენე 15 წლის გახდებოდა. 

ნანა ბერძენიშვილის შვილის გარდაცვალებას სახიფათო ინტერნეტ-თამაშს “ლურჯ ვეშაპს” უკავშირებენ. ის ორი წლის წინ გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0