Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შენი უკანალით თავი მოგვაბეზრე“ – ალექსანდრა პაიჭაძის უსექსუალურესი ვიდეო გააკრიტიკეს

© Photo: Aleksandra Paichadze / FBალექსანდრა პაიჭაძე
ალექსანდრა პაიჭაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამბიციური და სექსუალური მოდელი ათლეტური აღნაგობით გამოირჩევა. უამრავი ინტერესი და ჰობი აქვს, მათ შორის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ეწევა.

მოდელ ალექსანდრა პაიჭაძეს მრავალი არაკეთილმოსურნე გამოუჩნდა. ვნახოთ, რამ გამოიწვია მათი გაღიზიანება.

ბავშვობაში ცეკვავდა და ქორეოგრაფიაში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, რომ არა მისი სიმაღლე, რომელიც ანსამბლის დაწესებულ პარამეტრებში არ ჯდებოდა. ალექსანდრა პაიჭაძის სიმაღლე 179 სმ-ია, ხოლო სხე­უ­ლის გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბა - 86X61X90 აქვს.

ამიტომ სტუდენტობა ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტს დაუკავშირა და რადიკალურად განსხვავებული პროფესია წლების შემდეგ გამოადგა. მოგვიანებით შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის, მარ­კე­ტინ­გის და მე­ნე­ჯმენ­ტის გან­ხრით სწავლობდა. დუბაიში არსებულ ქართულ რესტორანში სწორედ ამ კუთხით მუშაობს და Instagram-ის მეშვეობით სხვადასხვა კომპანიებს ცნობადობას უმაღლებს.

28 წლის მოდელი დიდი პოპულარულობით სარგებლობს. მას ტელეეკრანებიდან იცნობენ. ალექსანდრა რამდენიმე არხზე დილის გადაცემებში სპორტული ილეთებით დატვირთულ ვარჯიშებს ქალბატონებს უზიარებდა. საკუთარ გამოცდილებას სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს. მის ყველა ფოტოს ლოგიკური და საკმაოდ ვრცელი ტექსტები მრავალფეროვან თემებზე ახლავს.

21 წლის დაოჯახდა და მალე ვაჟი დემეტრე შეეძინა. მისი რჩეული ფეხბურთელი გიორგი ხატიაშვილი იყო. შვილის აღზრდაში დიდ ძალისხმევასა და მონდომებას დებს, რათა დემეტრე ნამდვილ ჯენტლმენად გაზარდოს. როგორც ჩანს, დედა-შვილს საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. ისინი ფოტოკამერის წინაშე ხშირად პოზირებენ და მოგზაურობით  სხვადასხვა ქვეყნის ისტორიას ერთად ეცნობიან.

მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრას უამრავი დადებითი მხარე აქვს, ქართველი თაყვანისმცემლების გაღიზიანება გამოიწვია. სექსუალურმა ვიდეომ მომხმარებლების ყურადღება მიიქცია. ვიდეოზე ალექსანდრა პაიჭაძე ნავარჯიშები ტანით, გრძელი ფეხებითა და ცეცხლოვანი ლურჯი საცურაო კოსტიუმით მოხდენილადაა რგოლებზე ჩამოკიდული და ძალების დემონსტრირებას ასეთი ხერხით ცდილობს.

ერთ-ერთმა მომხმარებელმა ალექსანდრას სილამაზეს თვალი ვერ გაუსწორა და დააკომენტარა:
"ნუ წაგვიღე ტვინი შენი უკანალით", რასაც ალექსანდრას პასუხი მოჰყვა – "ამხელა სივრცეში მხოლოდ საჭდომს რომ ხედავ, ძალიან გიჭირს...“

მიუხედავად ამისა, ალექსანდრა პაიჭაძე არ ნებდება და საკუთარ გამოცდილებას, რჩევებს, სტილისა და დახვეწილი მანერების აფიშირებას არ წყვეტს. მისი ყოველი ახალი ფოტო წინაზე უკეთესია. ხელმომწერებსაც განვითარებისა და სილამაზისკენ მოუწოდებს.

ყველა ახალი ამბავი
0