Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ორი უმშვენიერესი ქალბატონი“ – ლელა წურწუმია და კესარია ახლო მეგობრები არიან – ფოტოები

© photo: Kakhi Mamulashvili / FBლელა წურწუმია
ლელა წურწუმია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული შოუ-ბიზნესის კაშკაშა ვარსკვლავს ლელა წურწუმიას უამრავი მეგობარი ჰყავს. მისი სახასიათო ხმის ტემბრი და ჰიტები, ასევე იუმორის გრძნობა გარშემო ბევრი ადამიანის პოზიტიურ დამოკიდებულებას იწვევს.

კესარია აბრამიძესთან ძალიან ახლო მეგობრობამ ბევრი ადამიანი გააკვირვა. ნახეთ ახლადშეძენილი მეგობრების ახალი ფოტოები. კესარია აბრამიძეს და ქართველ პოპ-დივას ლელა წურწუმიას არც ისე დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. გლამურულ შეხვედრებსა და სხვადასხვა ღონისძიებებზე პაპარაცები მათ ერთად აფიქსირებენ, თუმცა ლელა და კესარიაც სოციალურ ქსელში ერთობლივ ფოტო-ვიდეოებს ინტენსიურად აქვეყნებენ.

გაზიარებულმა ფოტოებმა ბევრის გაკვირვება გამოიწვია. საზოგადოების უმრავლესობა მათ ერთად ვერ აღიქვამს. ხალხმა მათი ნათესაური კავშირების ძიებაც დაიწყო. კესარია და ლელა კი დაუვიწყარი დროის გატარებას არ წყვეტენ.

კესარიას მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე კარგად ჩანს, რომ ისინი ლაღი ხასიათითა და მხიარული განწყობით კარგად შეერწყნენ ერთმანეთს. შესაბამისად, მათი მეგობრობა ნამდვილად შედგა. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ვიდეოზე ორი უმშვენიერესი ქალბატონი პოზირებს, ვიდეოს ბოლოს კი კესარიამ ლელას ლოყაზე აკოცა და მისი ბედნიერი ღიმილი გამოიწვია.

მანქანით ერთად ხშირად სეირნობენ და ხალხში ინტერესს იწვევენ. ბევრისთვის მათი მეგობრობა სიურპრიზი აღმოჩნდა. თაყვანისმცემლები დიდი ინტერესით კითხულობენ, ვინ არიან ერთმანეთისთვის, ან როგორ დაიწყო მათი მეგობრობა.

მოგეხსენებათ, კესარია აბრამიძე ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო კონკურსში „მის ტრანს ვარსკვლავი 2018” მონაწილეობდა. როგორც ფოტომოდელი აღნიშნავს, ეროვნული სამოსის ტურზე ქართული ტრადიციული კაბა უნდა წარედგინა, მაგრამ საქართველოში სხვადასხვა მოდის სახლებში მისულს, კესარიას უარი განუცხადეს და ეროვნული სამოსი „მის ტრანს ვარსკვლავის“ კონკურსზე არ გაატანეს. ლელა წურწუმიამ კესარიამ დახმარების ხელი გაუწოდა და ბევრ ადამიანს გული აუჩუყა. ქართველმა პოპ-დივამ კესარიას კეთილი ნებით ტრადიციულ სტილში შექმნილი მწვანე კაბა ათხოვა, რომელიც მისი აღმოჩნდა.

როგორც ჩანს, ლელას სიკეთემ და თანადგომამ ის კესარიასთან უფრო დააახლოვა. მიუხედავად იმისა, რომ მათი მეგობრობა არც ისე დიდი ხანია დაიწყო, გაზიარებულ ფოტოებს დადებითი კომენტარები მოჰყვება.

ყველა ახალი ამბავი
0