Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ნუკი, შენი და უფრო სექსუალურია“ – კოშკელიშვილის უმცროსი და გაგაოცებთ

© courtesy of Nuki Koshkelishviliნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების და-ძმები ვარსკვლავების ჩრდილქვეშ ექცევიან: ტელევიზორში არ ჩანან, მათზე გაზეთებსა და ჟურნალებში არ წერენ, ან უბრალოდ შემოქმედებითი და საჯარო სფეროსგან საკმაოდ შორს არიან.

ნუკი კოშკელიშვილის და ვარსკვლავურ ოჯახებს შორის გამონაკლისია. მსახიობს და მოდელს ერთი დედმამიშვილი ჰყავს. ნუკის უმცროსი და სტილით, გარეგნობით, მანერებითა და თმის ფერითაც კი დას ძალიან ჰგავს. თინეიჯერი სკოლის მოსწავლეა და მოდელობას აპირებს. ბევრი ფიქრობს, რომ ნუკის უფროსი ქალიშვილია. ნახეთ, როგორ გამოიყურება ახალბედა მოდელი – ნუკის ერთადერთი და.

ემიგრაციაში მყოფ მსახიობს უკვე დიდი ოჯახი ჰყავს. ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაში გათხოვდა და ქორწინებიდან ერთი ვაჟი შეეძინა. მაგრამ არ წყდება ჭორები, რომელიც მსახიობის დას ეხება. გოგონები იმდენად ჰგვანან ერთმანეთს, რომ საზოგადოება ვერ იჯერებს მათ სხვანაირ ნათესაურ კავშირს – ბევრი თვლის, რომ ნუკი და ელენე დედა-შვილი არიან და ნუკი ამას საჯაროდ არ აღიარებს.
ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მსახიობი, როგორც ჩანს, მზრუნველი დაა. მის უმცროს დას, როგორც ვთქვით, ელენე ჰქვია, თუმცა მსახიობის ოჯახის წევრები მოფერებით ბუბუს ეძახიან. გოგონა 16 წლისაა. იუნკერთა სახელობის სკოლაში სწავლობს და პარალელურად ერთ-ერთი წამყვანი სამოდელო სააგენტოს IC Model Management-ის მოდელია.
გოგონას მიერ სოციალურ ქსელში გაზიარებულ ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ ელენეს მოსწონს სამოდელო სფერო და ფოტოსესიებს წარმატებით ართმევს თავს, ისევე, როგორც ნუკი. ნუკი ერთ-ერთი ბრენდული ტანსაცმლის მაღაზიის სახეა და დასთან ერთად ობიექტივში არაერთხელ გამოჩენილა.
ელენე ნუკისთან ამერიკაში ხშირად ჩადის. დას პატარა ვაჟის აღზრდაშიც ეხმარება და ნუკის ოჯახთან ერთად მოგზაურობს. გარდა ამისა, ელენეს და ნუკის მეუღლეს ბენჯი ხაიმს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ.
ელენე სოციალურ ქსელში, კერძოდ, Instagram-ზე და თანატოლებს შორის დიდი პოპულარობით გამოირჩევა. ალბათ, ეს ნუკისთან ახლო ურთიერთობამ გამოიწვია, მაგრამ მისი თამამი ფოტოები ამ ფაქტს მეტ-ნაკლებად გამორიცხავს. 16 წლის ასაკში გოგონამ საკუთარი იმიჯი შექმნა.
ნუკისგან დამოუკიდებლად სხვადასხვა წარმატებული ბრენდის სახე გახდა. უამრავ ულამაზეს ფოტოსესიაში მონაწილეობს. როგორც ჩანს, გარდა გარეგნობისა, შინაგანი თვისებებითაც ძალიან ჰგავს დას. არ უშინდება კრიტიკას, მოხდენილად ირგებს გამომწვევ საცურაო კოსტიუმებს, იასამნისფერ ტუჩსაცხს, ტრენდულობით გამოირჩევა და 21-ე საუკუნის გოგონას სულ უფრო ემსგავსება.
ბუბუს გამოქვეყნებულ ფოტოებს ბევრი გამოხმაურება აქვს. უმეტესობა მის მიმართ დადებით ემოციებს ამჟღავნებს. ბუბუც ხელმომწერებს ესთეტიკური სილამაზით მეტად ანებივრებს.

ყველა ახალი ამბავი
0