Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ნასვამი არ ვარ...“ – ნახეთ, რა ფოტო გამოუქვეყნა სერგეი ლაზარევმა ქეთა თოფურიას

© Photo: Keta Toputia / FBქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯგუფ A'Studio-ს სოლისტის ქეთა თოფურიას და რუსული შოუ-ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლის სერგეი ლაზარევის ერთობლივმა ფოტომ სოციალური ქსელი აალაპარაკა.

ცნობილმა რუსმა მომ­ღე­რალ­მა და მსა­ხი­ობ­მა სერ­გეი ლა­ზა­რევ­მა Instagram-ზე ქეთა თო­ფუ­რი­ას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა და წააწერა, რომ ქეთა რუსული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი და თანამედროვე წარმომადგენელია, ფოტოზე კი იმიტომ იცინის, რომ ქეთასთან ერთად მუდამ სასაცილოა და სულაც არაა ნასვამი.

ფოტოს უამრავი კომენტარი მოჰყვა, რომელიც ძირითადად ქეთას მისამართით გამოთქმული კომპლიმენტები იყო. ქეთას საკუთარი დიზაინით შექმნილი თეთრი გამჭირვალე კაბა ეცვა, რომელშიც, მის თაყვანისმცემლებს თუ დავეყრდნობით, შესანიშნავად გამოიყურებოდა.
სერგეი ლაზარევის და ქეთას ერთობლივი ფოტოები ხშირად აძლევს პრესას მათი რომანის შესახებ საუბრის წამოწყების საშუალებას. პერიოდულად იწერება, რომ მომღერლები წყვილი არიან, თუმცა ეს ჭორი დღემდე არ დადასტურებულა. ჯერ კიდევ ლევ გეიხმანთან დაქორწინებამდე აქტიურად იწერებოდა, რომ ქეთას ლაზარევთან რომანი ჰქონდა, ამაზე მომღერალს მაშინ კომენტარის გაკეთებაც მოუწია და განმარტა, რომ გეიხმანზე თხოვდებოდა.
ქეთას და ლევის 8-წლიანი ურთიერთობა 2017 წელს სკანდალურად დასრულდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეთა რეპერ გუფს ხვდებოდა. ამჟამად ქეთა მარტოა და სრულიად შესაძლებელია, ლაზარევთან დაკავშირებული ჭორი ერთხელაც რეალობად იქცეს.

ყველა ახალი ამბავი
0