გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა – ჟურნალისტს მეგობრები იხსენებენ

© Sputnik / Alexander Imedashvili ტაძარში დანთებული სანთლები
 ტაძარში დანთებული სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპულარული ტელეწამყვანი გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს თბილისში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობიდან 18 წელი შესრულდა.

სოციალურ ქსელში მისი ძმა, ასევე ჟურნალისტი ვახო სანაია გარდაცვლილის ფოტოს აქვეყნებს.

2001 წლის 26 ივლისს გიორგი სანაია თბილისში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. გიორგი სანაია პოპულარული ტელეწამყვანი იყო და მისმა მკვლელობამ ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საზოგადოება ამ ფაქტს პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებდა.

საზარელი მკვლელობა ყანდაურაში: დაკავებულ 85 წლის მამაკაცს მკვლელობას აღარ ედავებიან >>>

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 2003 წლის 9 ივლისს სასამართლომ მკვლელობაში დამნაშავედ შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, 32 წლის გრიგოლ ხურცილავა ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მკვლელობის ოფიციალურ მიზეზად კი პირადი მოტივი დასახელდა.

2004 წლის დეკემბერში საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ არ დააკმაყოფილა სანაიას მეუღლის ხათუნა ჩხაიძის მოთხოვნა, რომელიც მეუღლის მკვლელობის საქმის ხელახლა გამოძიებას მოითხოვდა. ხათუნა ჩხაიძეს მიაჩნდა, რომ გამოძიება საპროცესო ნორმების დარღვევით წარიმართა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო

სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა გრიგოლ ხურცილავას ადვოკატის დავით დადიანის მოთხოვნაც დაცვის ქვეშ მყოფისთვის განაჩენის შემსუბუქების შესახებ.

დავით დადიანის მტკიცებით, გრიგოლ ხურცილავამ დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გიორგი სანაია სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 17 წლის ასაკში ის კორესპონდენტად წავიდა აფხაზეთის ომში. უკვე სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. მოგვიანებით მან მუშაობა დაიწყო ტელესამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ში. ამ არხზე გიორგი სანაიას მიჰყავდა იმ დროისათვის ყველაზე პოპულარული თოქ-შოუ "ღამის კურიერი".

ყველა ახალი ამბავი
0