„რაც ახლა ჩემ სახლთან ხდება, პირდაპირ განვიხილავ ხელისუფლების ზეწოლად“ – კვესიტაძე

© Photo: Eka Kvesitadze / FBეკა კვესიტაძე
ეკა კვესიტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკა კვესიტაძის სახლთან შოთა უტიაშვილის მოსაზრება გააპროტესტეს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოციალური ქსელის საშუალებით ითხოვს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და ელჩებს შეატყობინონ ის, რაც მის სახლთან ხდება მისი მეუღლის, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შოთა უტიაშვილის სტატუსის გამო.

კვესიტაძე შოთა უტიაშვილის წინააღმდეგ მათ სახლთან გორელი ახალგაზრდების პროტესტს ხელისუფლების მხრიდან კონკრეტულად მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლად აფასებს. 

„საერთოდ არაფერი აქვს საერთო ამას შოთას სტატუსთან, ამას აქვს საერთო ჩემს „რუსთავი 2“-ში დარჩენასთან - თუ ვინმე ამ ხელისუფლებაში ფიქრობს, რომ ასე გამტეხავს ძალიან ცდება. გთხოვთ მოახდინოთ რეაგირება“, – წერს კვესიტაძე.

„აგვისტოს ომმა, თავისი ყველა პლუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, თითქმის ათი წელი რუსეთი ვერ ახდენდა ჩვენზე, ფაქტობრივად, ვერანაირ ზეწოლას. იცოდნენ, რომ საქართველოს „დაჩმორება“ იოლი არ იქნებოდა“, – დაწერა შოთა უტიაშვილმა გუშინ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0