Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ბაბუის ასლია“- ანა მარგველაშვილი ქალიშვილთან ერთად ისვენებს - ფოტოები

© Facebook / Anna Margvelashviliანა მარგველაშვილი
ანა მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანა მარგველაშვილს ყველა იცნობს, - ყოფილი პრეზიდენტის შვილია. საინტერესო პირადი ცხოვრების გარდა, გოგონას თვალშისაცემი იმიჯიც აქვს

ანა მარგველაშვილი ბოლო დროს ეკრანებსა და სოციალურ ქსელში ნაკლებად ჩნდება. საინტერესოა, რით არის დაკავებული ექს-პრეზიდენტის ქალიშვილი.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს სამი შვილი ჰყავს- ანა, თემო და თომა.  ყოფილი პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილი ანა მარგველაშვილი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ანა, ჟურნალისტების, პაპარაცების და მოდური ჟურნალების გარეკანზე ხშირად ჩნდებოდა. გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს მისი იმიჯი ბევრისთვის მიუღებელი იყო, მაგრამ თამამი გოგონა, დრესკოდის მიუხედავად, ახალი ტატუების და სტილის შეცვლას არ უშინდებოდა.  2014 წელს, ნინა წკრიალაშვილის გადაცემაში „გარდერობი“ ანა მარგველაშვილის სტუმრობამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. უშუალო საუბარმა, ზრდილობიანმა ტონმა და ყველაფრის მიმართ უბრალო დამოკიდებულებამ საზოგადოება აღაფრთოვანა.
ყველასათვის ცნობილია, რომ ანა დაოჯახებული იყო. მისი რჩეული მუსიკოსი გიგი ჩიჩუაა. ანამ და გიგიმ 2014 წელს იქორწინეს, მათ ქალიშვილი ანასტასია ჰყავთ. ყოფილმა წყვილმა ერთმანეთი მეგობრების წრეში გაიცნო. ანამ და გიგიმ ხელი ოფიციალურად 2016 წელს მოაწერეს, როცა პატარა ანასტასია გაქრისტიანდა. სამწუხაროდ, ქორწინება სულ ორი წელი გაგრძელდა. როგორც გიგის Instagram- დან ირკვევა, ანასტასიას დიდ დროს უთმობს და სოციალურ ქსელში მხიარულ ფოტო-ვიდეოებს ხშირად აზიარებს.
ანა მზრუნველი და ყურადღებიანი დედაა. ჰყვება, რომ მის შვილს არაჩვეულებრივი ძიძა ჰყავს, მიუხედავად ამისა, ბავშვის გაზრდაში, ადრე დედამთილი, ახლა კი ოჯახის სხვა წევრები ეხმარებიან. პატარა ანასტასიას ანა მარგევლაშვილმა დედის საპატივცემულოდ დაარქვა. გოგონა 2016 წლის ივლისში დაიბადა.
ცოტა ხნის წინ გიგი ჩიჩუამ შვილის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "მამიკოს გოგო", რითაც გამომწერებს გული აუჩუყა და ბევრმა პატარა გოგო ბაბუას დაამსგავსეს. ყოფილმა წყვილმა ყველა საერთო ფოტო წაშალა, მაგრამ მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს. გიგის ახალი შეყვარებული ცნობილი მომღერალი მარიამ ჩაჩხიანი ჰყავს.
საზოგადოებისთვის უცნობია, ანა მარგველაშვილი შეყვარებულია თუ არა. აშკარაა, რომ შვილთან ერთად თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს და ახალ პარტნიორს არ ეძებს.
რაც გიორგი მარგველაშვილს და მაკა ჩაჩუას მეორე ვაჟი- თომა გაუჩნდათ, ყველა ბიჭუნების აზღრდაზე გადაერთო. მათ გაზრდაში ანაც ინტენსიურადაა ჩართული. ანასტასია, თემო და თომა და-ძმასავით იზრდებიან. ამას მათი ფოტოებიც მოწმობს.
ანა მარგველაშვილს საშუალო და უმაღლესი განათლება მოსკოვში აქვს მიღებული, მაგრამ 2013 წელს თბილისში დაბრუნდა და სწავლა აქ განაგრძო. მან "GIPA" საქართველოს საზოგადოებრის საქმეთა ინსტიტუტი მენეჯმენტის განხრით დაამთავრა და აქტიურად, სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვაშია ჩართული.

 

ყველა ახალი ამბავი
0