ცნობილია, ვინ შეცვლის მამუკა ხაზარაძეს თანამდებობაზე

© photo: Sputnikთიბისი ბანკი
თიბისი ბანკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დღეს დატოვეს.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. „თიბისი ბანკის“ მფლობელ „თიბისი ბანკის ჯგუფში“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მამუკა ხაზარაძეს ნიკოლოზ ენუქიძე შეცვლის, ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
ვტოვებთ თანამდებობებს, ვიდრე არ დასრულდება ეს აბსურდული პროცესი – მამუკა ხაზარაძე

„თიბისი ბანკის ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადადგომის შემდეგ მიიღო და ენუქიძეზე არჩევანი მისი საბანკო საქმეების ღრმა ცოდნიდან და საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე გაკეთდა.

ენუქიძე საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრად 2013 წელს დაინიშნა.

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის“ მფლობელი კომპანიის – „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები დღეს დატოვეს. ხაზარაძის განცხადებით, ისინი ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რათა მათ წინაშე წაყენებულმა ბრალდებებმა არ იქონიოს გავლენა ჯგუფის საქმიანობაზე, ხოლო თავად თავისუფლად შეძლონ დავის გაგრძელება.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
ხაზარაძე: არავის ეგონოს, რომ რამე გამაჩერებს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა მათ მიერ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალის დადგენილება და საქმის მასალები პროკურატურაში გუშინ გადასცეს.

ყველა ახალი ამბავი
0