კაშკაშა ფერები და ალტერნატიული მუსიკა – ბათუმში უჩვეულო ფესტივალი გელოდებათ

გამოწერა
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ პოპულარული ქართული ჯგუფები და არტისტები.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ბათუმში ფესტივალი Sea Sound & Color Fest ევროპის მოედანზე 2 აგვისტოს გაიმართება.

ყველაზე ფერადი და ხმაურიანი ფესტივალის სტუმრებს ღია ცის ქვეშ ელოდებათ ენერგიული მუსიკა და კაშკაშა ფერები.

კორი ჰენრი (Cory Henry) - Sputnik საქართველო
Black Sea Jazz Festival-ს ბათუმში ჯაზის ვარსკვლავი კორი ჰენრი გახსნის

„მოდი მეგობრებთან ერთად და აქციე ეს დღე დაუვიწყარ მოგონებად“, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ პოპულარული ქართული ჯგუფები და არტისტები – ASEA SOOL, ჯგუფი „არა", Melomaniakk, Irakli Pagava & Groovephonics, KID Jesus და სხვები.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია, თუმცა 3 წლამდე ბავშვებისთვის ფესტივალზე დასწრება არ არის რეკომენდებული.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია EREDELI, რომლის მიზანიც მუსიკისა და ხელოვნების დარგში თანამედროვე და ალტერნატიული მიმართულებების განვითარებაა. ფესტივალის მხარდამჭერია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ფერების ფესტივალი ბათუმში სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება. დასაწყისი 18:00 საათზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0