„მონაცვლეობით ვტაქსაობთ მე და ჩემი ძმა...“ – დედა ლეიკემიას ებრძვის

გამოწერა
დედამ რომ ლეიკემია დაამარცხოს, ძმებმა საქველმოქმედო კამპანია მოიფიქრეს

ნიკა ქართველიშვილმა და მისმა ძმამ დედის დასახმარებლად ძველი მანქანა დაასტიკერეს, ტაქსის ტრაფარეტი იყიდეს და ამ გზით ცდილობენ სამკურნალოდ საჭირო თანხის შეგროვებას.

როგორც სოციალურ ქსელში ნიკა ქართველიშვილი წერს, ტაქსი საქველმოქმედოა, არავინ არავის ევაჭრება, თუ მგზავრს საშუალება არ აქვს, უფასოდ მიჰყავთ ადგილზე, ხოლო ვისაც აქვს, მანქანაში მოთავსებულ ყუთში აგდებს თანხას, მოგროვილი თანხა კი მთლიანად დედის ჯანმრთელობას მოხმარდება.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ გულისხმიერ ადამიანს, ვინც ერთი ლარით მაინც გვეხმარება და მომავალში დაგვეხმარება, უთქვენოდ, მეგობრებო, ჩვენ არ შეგვიძლია მკურნალობისთვის საკმარისი თანხის მოგროვება.
მჯერა, რომ სიკეთე გადამდებია. კიდევ ერთხელ გთხოვთ, გავერთიანდეთ დედასთვის და გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე. p.s გთხოვთ ამ პოსტის გავრცელებაში დამეხმაროთ, რათა მარტივად ამოიცნონ მოქალაქეებმა ტაქსი, რომელიც იბრძვის სიცოცხლის გადასარჩენად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, მჯერა, რომ მე და რატი თუ ვერა, ღმერთი აუცილებლად ყველას სიკეთით გადაგიხდით. საქართველოს ბანკი GEL EUR USD GE95BG0000000161310779; TBC ბანკი GEL EUR USD; GE28TB7739345064300013 TBC; მიმღები რატი ქართველიშვილი; პ/ნ 01019072195; 591 819 819", – წერს ნიკა ქართველიშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0