Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„თურმე თავისუფალი დრო, მხოლოდ რაც კარგი გადაგხდენია, იმის მოგონებას უნდა დაუთმო...“

© Photo: Nino Darso / FBნინო დარასელი
ნინო დარასელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალისტი ნინო დარასელი ამბობს, რომ დედა - პატიმრობაში მყოფი რუსუდან კერვალიშვილი ორი წელია არ უნახავს

ჟურნალისტი ნინო დარასელი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელიც მის პატიმრობაში მყოფ დედას, რუსუდან კერვალიშვილს ეძღვნება. 

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
„ცენტრ პოინტის“ დირექტორი მაია რჩეულიშვილი კიდევ ერთ დანაშაულში ამხილეს

„რუსო ამ ბოლო დროს რამდენჯერაც მირეკავს, არც კი დამაცლის ხოლმე აქედან მოკითხვას, რომ იწყებს: დედიკო, შოვში კუნტრუშაკს რომ ეძახდი კულტმუშაკს, გახსოვს? და გაგრაში, გრებეშოკში რა ლამაზი იყო მარწყვის ხე? ისე რა გრძელი კიბე იყო არა სანაპირომდე? მაყვალს რომ ვკრეფდით სორში? ნინო იქნებ მეგრული ისწავლო? გახსოვს ზაზა რა მაგრად ლაპარაკობდა, კახათშიც, მერე ზღვაზე სოხუმელებთანაც... გრძელდება ასე რამდენიმე თვეა კარგი ამბების გახსენება. მე კი აქედან რას ვუყვები? ჩვენს არეულ დარეულ ამბებს ჰოდა ბოლოს მობეზრდა ჩემი წუწუნი და ცნობილ ეიჯისტს სუსტი წერტილი მომინახა: ნინო, აქ წავიკითხე ბევრი და თუ გინდა ახალგაზრდობა შეინარჩუნო და სკლეროზი არ დაგემართოს, ამისათვის საუკეთესო სავარჯიშო ვიცი; თურმე თავისუფალი დრო, მხოლოდ რაც კარგი გადაგხდენია, იმის მოგონებას უნდა დაუთმო, საოცრად ავარჯიშებს ტვინსო.

ჰოდა თუ გავითვალისწინებთ იმას, ის სადაა და მე სად და მაინც ის როგორ ხასიათზეა და მე როგორზე, სხვა გზა არ მაქვს, რომ არ დავუჯერო. მაშინ თუ კარგზე ფიქრია ვიწყებ რუსოთი საუკეთესო რაც ახლა მომდის თავში სწორედ ისაა. აქვე ვიტყვი, რომ 15 ივლისს დაიბადა დამასზე კარგი არავინ შემხვედრია ცხოვრებაში. და მაინც როგორ არ ვიჩივლო, თუკი ეს ყველაზე კარგი გოგო 2 წელზე მეტია არ მინახავს?“, - წერს ჟურნალისტი.

ვიტალი დარასელიას სპეციალური პრიზი - Sputnik საქართველო
რა უთხრა ვიტალი დარასელიამ იმ ისტორიული მატჩის წინ მეუღლეს და რატომ არ შეასრულა დაპირება

რუსუდან კერვალიშვილი მის დასთან, მაია რჩეულიშვილთან ერთად ორი წლის წინ დააკავეს. სასამართლომ მათ 4-4 წლით პატიმრობა შეუფარდა.

საქმე ეხება სამშენებლო კომპანიის პირველ საქმეს, რომელშიც ბრალდებულები არიან მაია რჩეულიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი და კომპანია "დექსუსის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი ივანე ცაგურია. ამ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს გირაოს სახით 250 000 ლარი ჰქონდა შეფარდებული. პროკურატურამ კი დააყენა შუამდგომლობა, რომ ის ქონება, რომლითაც გირაო იყო უზრუნველყოფილი, მიემართოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რადგან ბრალდებული შეფარდებული გირაოს პირობებშიც კი აგრძელებდა მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებას, რის გამოც მაია რჩეულიშვილს ახალი ბრალი წაუყენეს. მოსამართლემ პროკურატურის ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და რჩეულიშვილს 250 ათასი ლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა.

ყველა ახალი ამბავი
0