„აღარ მოვერიდები ამ უბედურსა და უვიც მაია ასათიანს“ - „თბილისის“ ყოფილი რედაქტორი

© Facebook / Maia Asatianiმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„თბილისის“ ყოფილი რედაქტორი ტელეწამყვანს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

გაზეთ „თბილისის“ ყოფილი რედაქტორი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ტელეწამყვან მაია ასათიანის შესახებ წერს. 

„ახლა გაახსენდა ამ ყოველგვარი უზნეობისა და უსამშობლოობის მქადაგებელ ქალბატონს სამშობლო?! ცხრა აპრილის თაობა ვართო?! გვახსოვსო, მხოლოდ ორი გაზეთი რომ გამოდიოდაო - „თბილისი" და „კომუნისტიო?!" აი, სადამდე მივყავართ უვიცობას?! იმ დროს სხვა არაერთი გაზეთიც გამოდიოდა, მათ შორის „ლიტერატურული საქართველო“. რაც „თბილისს" შეეხება: მოიძიეთ იმდროინდელი ნომრები და ნახეთ, რას ვწერდი 9 აპრილამდე და შემდეგ...„რუსთავი2" კი, ერთ დროს მართლა ტელევიზია, ბიძინა ივანიშვილმა კი არა, თქვენნაირმა „ჟურნალისტებმა" აქციეს უზნეობის მქადაგებელ „ცრუსთავ2"-ად. ეს კი ნამდვილად არ მიხარია..." - წერს ჭუმბურიძე.

„თბილისი“ — ქართულენოვანი გაზეთი, გამოდიოდა თბილისში. 1958–1990 წლებში საქართველოს კომპარტიის თბილისის კომიტეტისა და საქალაქო საბჭოს, 1990–1992 წლებში კი — საქართველოს უზენაესი საბჭოს პერიოდული ბეჭდვითი ორგანო. 1992–2006 წლებში „თბილისი” დამოუკიდებელი, თავისუფალი სტატუსის მქონე გაზეთი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0