„ჩემი მეუღლე, მცირეწლოვანი შვილები და ძიძა სასტუმროდან გამოყარეს...“ – ბუბა კუდავა

© Photo: Buba Kudava / Fbბუბა კუდავა
ბუბა კუდავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისტორიკოსი ბუბა კუდავა დაუჯერებელ შემთხვევაზე წერს, რომელიც მის ოჯახს სტეფანწმინდაში შეემთხვა.

ისტორიკოსი ბუბა კუდავა სოცილურ ქსელში წერს, რომ მისი ცოლ-შვილი ყაზბეგის ერთ-ერთი სასტუმროდან გამოყარეს.

როგორც ისტორიკოსი წერს, სასტუმროს Ia's GuestHouse Kazbegi მეპატრონე ქალბატონმა ეთერმა სასტუმროდან გამოაგდო ისტორიკოსის მეუღლე, ძიძა და 3 წლის ტყუპი გოგონა და უთხრა, რომ ამის მიზეზი ის იყო, რომ ბავშვები ხმაურობდნენ.

„ახლა მალე უცხოელებს ველოდები და ამ ხმაურის გამო ბუქინგზე უარყოფით შეფასებას დამიწერენო. როცა მეუღლემ მეპატრონეს აუხსნა, რომ ასე არ მოსულა, ან, უკიდურეს შემთხვევაში, მაგიერი სასტუმრო მაინც შემოეთავაზებინა, პასუხად ასეთი ფრაზები მიიღო: „ჩემი სახლია და წადით ჩემი სახლიდან“, „მოუსვით აქედან“, „თქვენ თვითონ შეარჩიეთ სხვა სასტუმრო“... ქალბატონო ეთერ, დარწმუნებული ვარ, ვერ ხვდებით რა გააკეთეთ. ვერც იმას ხვდებით, რომ 3 წლის ბავშვების კისკისისა და ჟივილ-ხივილის გამო არც ერთი უცხოელი უარყოფით შეფასებას არ წერს. ვერც იმას, რომ ცხოვრებასა და ბიზნესში მთავარი რამ ადამიანისა და საქმის სიყვარულია. რაც არ უნდა გიხსნათ, ვერაფერს გაიგებთ, რადგან თქვენ 3 წლის ორი გოგონა გამოაგდეთ სასტუმროდან“, – წერს ისტორიკოსი.

ცოტა ხანში ისტორიკოსს სოციალურ ქსელში თავად სასტუმროს მეპატრონემ უპასუხა, რომელიც ამბობს, რომ ქალი მცირეწლოვანი შვილებით სასტუმროდან არ გამოუგდია, უბრალოდ შენიშვნა მისცა, რომ უცხოელი სტუმრები წუხდებოდნენ, რის გამოც ისტორიკოსის მეუღლემ სასწრაფოდ იქიდან წასვლა მოინდომა. ეთერ პაპიაშვილი ამბობს, რომ ქალი ბავშვებთან ერთად მეზობელთამნ დააბინავეს ისე, რომ თანხაც არ გამოურთმევიათ, ის ყველაფერი კი, რასაც ბუბა კუდავა წერს, სიმართლეს არ შეესაბამება. 

ყველა ახალი ამბავი
0