„13 წლის გოგოს ზურგზე დიდი შეკვრა ბალახი მოეგდო, უფსკრულში გადამახედა...დაქირავებული ვარო“

© courtesy of Giorgi Kekelidzeგიორგი კეკელიძე
გიორგი კეკელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი კეკელიძე გომის მთაზე მომხდარ შემთხვევაზე წერს.

სოციალურ ქსელში მწერალი გიორგი კეკელიძე ბავშვების შრომითი უფლებების დარღვევაზე წერს. ის იხსენებს, რომ როცა გომის მთიდან ბრუნდებოდა, უკანა გზაზე საშინელი ნისლი იყო, ზოზინით მიდიოდა, როცა წელში მოხრილი ადამიანი შენიშნა, დიდი შეკვრა ბალახი მოეგდო, როცა დააკვირდა, აღმოაჩინა, რომ 13-14 წლის გოგონა იყო.

ჩაფხუტი - Sputnik საქართველო
„16 წლის ბიჭს ძმა დაეღუპა, მამამ დარდს ვერ გაუძლო და შვილის საფლავზე თავი ჩამოიხრჩო....“

„ჩამოვედი და ვკითხე. ძალიან ხალისიანი იყო, ამაყი. დაქირავებული ვარო. მე და ჩემი მეგობრებიო. და ქვევით, თითქმის უფსკრულში გადამახედა, ორი პატარა ბიჭი ბალახებს გლეჯდა. ცოტა ქვევით, გზაზე, 16 წლის ბიჭის ამბავი შევიტყვე, მშენებლობაზე დაღუპული ბიჭის. მე მგონია, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევა ეს ბავშვებია, სიკვდილის პირას „მოთამაშე“ ბავშვები, ბავშვობაგამოტოვებულები - ჩვენი უნიათობის და დაუკვირვებლობის გამო.

16 წლის გოგოს ოჯახი მოძალადის უმკაცრესაც დასჯას ითხოვს - კაცის ცოლ-შვილმა სოფელი დატოვა >>>

ამაზეც უნდა ავტეხოთ დიდი და აუცილებელი განგაში! მე მთელი გზა ვფიქრობ და მაქვს გეგმა პატარა გოგონასთვის. მაგრამ ეს რას უშველის სხვა დანარჩენ ბავშვს? მათ, ვინც მთელ ზაფხულს ხელებდაგლეჯილი გაატარებს ან უკვე ცალი ფეხით შენობიდან არის გადაკიდული და ხვალ „ვაი-ვუის“ თუ შევაწევთ. დრო დადგა ხმამაღლა ამაზე ფიქრის!“ – წერს გიორგი კეკელიძე.

ორი დღის წინ თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე 16 წლის გიორგი ბეშკენაძე მშენებლობაზე გარდაიცვალა. არასრულწლოვანი დედასთან ერთად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანში ცხოვრობდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ოჯახი საკმაოდ გაჭირვებულია.

ყველა ახალი ამბავი
0