Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შენ არასდროს დაბერდები!“ – კრისტი ყიფშიძე აუზზე გადაღებულ სექსუალურ ფოტოს აქვეყნებს

© courtesy of Kristi Kipshidzeკრისტი ყიფშიძე
კრისტი ყიფშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კრისტი ყიფშიძე აუზზე გადაღებულ გლამურულ ფოტოებს რეგულარულად აქვეყნებს. ვარსკვლავი ერთი სტილის მიმდევარი არ არის და ექსპერიმენტებიც უყვარს.

ვნახოთ, ამჯერად მოდელმა როგორი საცურაო კოსტიუმი მოირგო, რომელმაც ბევრი გააოცა. 1994 წლიდან ქართული პოდიუმის უცვლელი სახე კრისტი ყიფშიძე 42 წლის ასაკშიც არაჩვეულებრივად გამოიყურება და სარეკლამო ფოტოსესიებსა თუ ქართული დიზაინერების ჩვენებებზე დღემდე აქტიურად მონაწილეობს. სოციალურ ქსელებში კრისტი არაერთ თამამ ფოტოს აქვეყნებს.

მოდელს მრავალფეროვანი და ტრენდული გარდერობი აქვს. სიფრიფანა კაბები, საღამოს ულამაზესი ტანისსამოსი, ე.წ „Casual–ყოველდღიური“ სტილი ამშვენებს მის ტანს. ქართველ ვარსკვლავებს შორის კრისტი გემოვნებიანი ჩაცმულობით გამოირჩევა. გამომწვევი ულტრამოდური ვარდისფერი საცურაო კოსტიუმის გარდა, ქრისტინე ჩვეულებრივ შავ ბიკინიშიც არაჩვეულებრივად და თვალისმომჭრელად გამოიყურება. წლის ტენდენციური "ლუქები" არასდროს ავიწყდება. ხელმომწერებს ჩაცმის განსაკუთრებულ ვარიანტებს უზიარებს და იმ ქალბატონებისთვისაა სამაგალითო, რომელთა ასაკი 40 წელს აღემატება. ამიტომ მისი სხეული მუდმივად განხილვის საგანია.
42 წლის მიუხედავად, თამამ და ნახევრადშიშველ ფოტოებს არ უშინდება. ფანების ყურადღებას ელეგანტურობით მუდამ იპყრობს და მის სექსუალურ ფოტოებს ნეგატიური შეფასებები არ მოსდევს.

ყველა ახალი ამბავი
0