Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ელენე თევდორაძის ვინ ხარ...“ – როგორები იქნებიან ცნობილი ქართველები სიბერეში – ფოტო

© photo: noesulaberidze / Instagram ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში პოპულარობა ისევ დაიბრუნა უფასო მობილურმა აპლიკაციამ Face App – იგივე „დაბერების“ აპლიკაციამ.

ეს აპლიკაცია მომხმარებელს მისივე ფოტოსურათის გამოყენებით მის მომავალ სიბერეს უჩვენებს – რამდენიმე პირობაზე ავტომატური თანხმობა და ხედავ, როგორი იქნები დაახლოებით 40 წლის შემდეგ. საკუთარი სავარაუდო სიბერის ნახვა უკვე მილიონობით ადამიანმა მოისურვა და ფოტოები „ტვიტერზე“, „ფეისბუქსა“ თუ „ინსტაგრამზეც“ გამოაქვეყნა.

ტენდენციას არც საქართველოში ჩამორჩნენ. გთავაზობთ რამდენიმე სელებრითს, რომლებმაც თავიანთი სიბერე სოციალური ქსელების მომხმარებლებს გაუზიარეს.

პროდიუსერ ნოე სულაბერიძის დაბერებულ ფოტოს „ფეისბუქის“ გვერდზე უამრავი დადებითი კომენტარი აქვს. ნოეს უწერენ, რომ ინგლისელ ლორდს ჰგავს ამ ასაკში.
მოდელმა და ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა მასთან ერთად მისი მეუღლე ბენიც „დააბერა“ და Instagram-ის მომხმარებლებს კითხვაც დაუსვა, ასეთი უფრო მოსწონთ, თუ სიბერეში ბოტოქსს მიმართოს.
ცნობილ ექიმსა და ტელეწამყვან ნინო ნადირაძე-კუზანოვას დაბერებული ფოტო მეგობრებმა დაუდეს. ტელეწამყვანმა აღნიშნა, რომ დაბერებას არ აპირებს და ფოტო მაინც ჰქონდეს.
მომღერალ მაკა ზამბახიძის ყოფილი ქმარი, ბიზნესმენი ვახო ჭუმბურიძე ასე გამოიყურება ასაკში.
ტელეწამყვანი ვახო სანაია დაბერებულ ფოტოში სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ცნობილ უფლებადამცველს, ყოფილ დეპუტატ ელენე თევდორაძეს მიამსგავსეს.
კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი მისი დაბერებული ფოტოს ნახვის შემდეგ, როგორც ჩანს, დაბერების ხასიათზე აღარ დადგა. კაჭკაჭიშვილი ცნობილ ქართველ მსახიობს ნინელი ჭანკვეტაძეს მიამსგავსეს.
ტელეწამყვანმა და მსახიობმა ბახვა ბრეგვაძემ „ფეისბუქზე“ მასთან ერთად „იმედის დილის“ წამყვანები დააბერა. ასე გამოიყურებიან მოხუცი მანიკა ასათიანი, კახა კინწურაშვილი და სალომე არშბა წლების შემდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0