ლევან ბერძენიშვილი გოგებაშვილის „დედა ენის“ წინააღმდეგია

© FB/ National Centre of Manuscripts‎ქართული ენის სახელმძღვანელო "დედა ენა"
ქართული ენის სახელმძღვანელო დედა ენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლევან ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ ბავშვმა თანამედროვე ენა უნდა ისწავლოს.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. გოგებაშვილის სახელმძღვანელოს სკოლაში დაბრუნება მავნებლობაა, დაწერა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ბერძენიშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე.

სკოლებში განახლებული „დედა ენა" ბრუნდება >>

ორშაბათს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ 2019-2020 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება და არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი გახდება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი და განათლებისა და კიდევ ბევრი რამის მინისტრი მავნებლობას ჩადიან, როდესაც სკოლაში გოგებაშვილის სახელმძღვანელოს აბრუნებენ“, – დაწერა ლევან ბერძენიშვილმა.

საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
მიზანი – რეგიონში ლიდერობა: თბილისში განათლების ქალაქი გაჩნდება

მისი თქმით, ენა ყოველდღიურად იცვლება და ბავშვმა თანამედროვე ენა უნდა ისწავლოს.

„დაბრმავება არ იკმარეს და ახლა ჩვენს შვილებს დამუნჯებას უპირებენ. ბატონო ლინგვისტებო, მეცნიერებო, ამოიღეთ ხმა ამ უვიცობის წინააღმდეგ“, – დაწერა ბერძენიშვილმა.

ორშაბათს სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში სკოლებში „დედა ენის" დაბრუნებასთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების მინისტრი, პარლამენტის დეპუტატები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ექსპერტები.

პრემიერის სიტყვებით, „დედა ენის" ადაპტირებულ ვერსიას 2019-2020 წლებში მოსწავლეები უფასოდ მიიღებენ.

საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან განათლებაზე ყოველწლიურად 25% გამოიყოფა.

ნოდარ დუმბაძის ოცნება რომელიც მისმა შვილიშვილმა აისრულა >>

„დედა ენა" – ქართული ანბანის სახელმძღვანელო 1865 წელს დაწერა და გამოსცა საქართველოში სამეცნიერო პედაგოგიკის ფუძემდებელმა იაკობ გოგებაშვილმა.

2013 წელს „დედა ენა" საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.

ყველა ახალი ამბავი
0