Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვინ დაიჯერებს, რომ ბებია ხდები?!“ – ეკა კახიანის შვილი ბავშვს ელოდება

© photo: Eka Kakhiani / FBეკა კახიანი
ეკა კახიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკა კახიანის შუათანა შვილი – ანასტასია თოფურიძე ფეხმძიმედაა. მსახიობსა და მომღერალს სულ მალე მესამე შვილიშვილი ეყოლება.

ეკა კახიანი საქართველოში აღფრთოვანებას იწვევს. ვერავინ დაიჯერებს, რომ მსახიობი 55 წლისაა. მისი დახვეწილი მანერები ან რომანტიკული კომპოზიციები არავის ავიწყდება. სულ რამდენიმე თვეში მესამე შვილიშვილი ეყოლება და ის მათ აღზრდაში ინტენსიურად არის ჩართული. ამას სხვადასხვა ფოტო-ვიდეომასალაც მოწმობს.

ეკა კახიანს სამი შვილი ჰყავს. შუათანა ანასტასია თოფურიძეა.
ანასტასიას და ირაკლი გაბაშვილის სიყვარულის ისტორია 2006 წელს დაიწყო. საკმაოდ გვიან, ხუთი წლის შემდეგ ხელი მოაწერეს და ერთად დაიწყეს ცხოვრება. ხელის მოწერიდან რამდენიმე ხანში სვეტიცხოველში ჯვრისწერაც გადაწყდა.
წყვილმა 2012 წელს იქორწინა და კახიანების ცნობილ აგარაკზე 400-კაციანი ქორწილიც გადაიხადეს. ანასტასიამ და ირაკლიმ ეკა კახიანს პირველი შვილიშვილი, ვაჟი აჩუქეს, რომელსაც ლადო ჰქვია.
როგორც ჩანს, შვილიშვილების გარდა ეკა კახიანს სიძესთანაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. ისინი თაყვანისმცემლებმა კაფეებში არაერთხელ დააფიქსირეს. მსახიობის ქალიშვილი ანასტასიაც მათ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ ანასტასია თოფურიძეს ფეხმძიმობა ძალიან უხდება და წონაშიც საგრძნობლად არ მოუმატია.
წყვილი საბერძნეთში მოგზაურობს. როგორც ფოტოს წარწერებიდან ირკვევა, ანასტასია 8 თვის ფეხმძიმეა და სულ ერთ თვეში ეკას მესამე შვილიშვილს აჩუქებს. ვნახოთ, როგორ გამოიყურება ყველასათვის საყვარელი მომღერლის ორსული შვილი.

ყველა ახალი ამბავი
0