სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 59-ე ნათლობა გაიმართა

გამოწერა
პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. კათოლიკოს-პატრიარქს ამ დროისთვის 38 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში ჩვილ ბავშვთა 59-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: ცხოვრების გზაზე მრავალი დაბრკოლება ხვდება ადამიანს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე კიდევ 564 ბავშვის ნათლია გახდა. ახალმონათლულ ბავშვებს ნათლობის მოწმობები და ჯვრები გადაეცათ.

„ჩვენთან არს ღმერთი. გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. ღვთის განგებით მოინათლა 500-ზე მეტი ბავშვი. ღმერთს შევთხოვ, წყალობა ღვთისა, მადლი ღვთისა მუდამ მფარველობდეს მათ. დალოცვილი იყვნენ მონაწილენი, მათი მშობლები და ოჯახები", – განაცხადა ილია მეორემ.

საყოველთაო ნათლობის იდეა თავად კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა. ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს.

პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. კათოლიკოს-პატრიარქს ამ დროისთვის 38 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0