Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ნეტა ვიჩხუბო...“ - რატომ ოცნებობს ანუკი არეშიძე კახა კალაძესთან ჩხუბზე

© Facebook / Kakha kaladzeკახა კალაძე ანუკი არეშიძე
კახა კალაძე ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანუკი არეშიძე ამბობს, რომ კახა კალაძეს თითქმის ვეღარ ნახულობს

დიზაინერი ანუკი არეშიძე, რომელიც თბილისის მერზე, კახა კალაძეზეა დაქორწინებული, ამბობს, რომ მეუღლეს იმდენად იშვიათად ნახულობს, რომ ჩხუბის დროც კი არ აქვთ.

როგორც დიზაინერმა გადაცემა „სთორიში“ ისაუბრა, ადრე, როდესაც კახა კალაძე „მილანში“ თამაშობდა, კვირაში მხოლოდ 2 დღე ვერ ნახულობდა და იმ პერიოდში კიდევ, როდესაც გუნდის შეკრებები იყო თამაშის წინ, ახლა სრულიად სხვა რეალობაა. რაც მისი მეუღლე პოლიტიკოსი გახდა, ძალიან იშვიათად ატარებენ დროს ერთად.

წამყვანის კითხვაზე, რამდენად ხშირად კამათობენ, დიზაინერმა წაიოცნება კიდეც, რომ ჩხუბის დრო მაინც ჰქონდეთ.

ვინ იყო დაპატიჟებული ანუკი არეშიძის და კახა კალაძის ჯვრისწერაზე – ფოტოები წვეულებიდან >>>

„ნეტა ვიჩხუბო, საერთოდ ვერ ვნახულობ. ფიზიკურად აღარ გვრჩება დრო. კახაც არ არის კონფლიქტური. ბევრ რაღაცას მითმობს. ალბათ ყველაფერი ასაკის, ჰოროსკოპის, დამთხვევის ბრალია. მეც არ ვარ ისეთი ტიპი, კონფლიქტი შევქმნა ხოლმე“, - ამბობს არეშიძე.

მისი თქმით, თავისუფალი დროის შემთხვევაში, დროს ბავშვებს უთმობენ და ერთობიან, როგორც ყველა ნორმალური ოჯახი. 

ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
ანუკი არეშიძე: მე და კახა სულ კონფლიქტში ვიყავით, ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდი

ანუკი არეშიძემ და კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ 13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჯვარი დაიწერა. 

წყვილ­მა 15 ივ­ნისს კახეთში, გრემის მონასტერში შვი­ლე­ბი მო­ნათ­ლა და ჯვა­რიც და­ი­წე­რა.
კა­ლა­ძის და არე­ში­ძის უმ­ცრო­სი შვი­ლე­ბის ნათ­ლია სხვებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს კათოლიკოს-პარ­ტი­არ­ქი­ იყო. წყვილს რამ­დე­ნი­მე მეჯ­ვა­რე ჰყავს, მათ შო­რის ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ალექ­სან­დრე იაშ­ვი­ლი და დი­ზა­ი­ნე­რი მაკა კვი­ცი­ა­ნი.

ანუ­კი არე­ში­ძეს ჯვრის­წე­რა­ზე საკუთარი დიზაინით შექმნილი, თეთ­რი ფე­რის, მხრებ­მო­შიშ­ვლე­ბუ­ლი, მიდი-კაბა ეცვა, თავ­ზე კი გრძე­ლი შლე­ი­ფი ეკე­თა. ქა­ლა­ქის მერი კი ნაც­რის­ფერ­სა და შავ ფერ­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი.
ჯვრის­წე­რის შემ­დეგ წყვილ­მა სტუმ­რებს წი­ნან­დალ­ში, სას­ტუმ­რო „რე­დი­სონ­ში“ უმას­პინ­ძლა.

კახა კალაძე და ანუკი არეშიძე შვილებთან ერთად - Sputnik საქართველო
კახა კალაძემ და ანუკი არეშიძემ ჯვარი დაიწერეს - ცერემონიის ვიდეო

წვე­უ­ლე­ბას მუ­სი­კა­ლუ­რად ქარ­თუ­ლი ესტრა­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი, მათ შორის სტეფანე მღებრიშვილი აფორ­მებ­დნენ.

კა­ხის და ანუ­კის ქორ­წი­ლის წამ­ყვა­ნი ნიკა წუ­ლუ­კი­ძე იყო. სტუმ­რებს შო­რის უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი ადამიანი იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ შო­რის იყ­ვნენ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რე­ბი. ცე­რე­მო­ნი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად ეს­წრე­ბო­და.
წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო და მათ 2013 წელს იქორწინეს.

ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა, კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 11 წლის ლევანი, 6 წლის კახაბერი და 4 წლის ვაჩე.

ყველა ახალი ამბავი
0