Rustavi 2: გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანო იმსჯელებს

© Sputnik / STRINGER"რუსთავი 2"
რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანია Rustavi2-თან შეკრებილი მოქალაქეები ნიკა გვარამიასგან და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას და ხოლო ხელისუფლებისგან ზომების გატარებას მოითხოვდნენ.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. ნებისმიერი ფასეულობის დასაცავად ჟურნალისტმა საავტორო პოზიციის დაფიქსირების დროს უნდა დაიცვას არხის სარედაქციო პოლიტიკა და მაღალრეიტინგული ეთერისთვის შესაბამისი ეთიკური მოთხოვნები, ნათქვამია ტელეკომპანია Rustavi 2-ის მიერ დღეს გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: უსუსურია „ნაციონალური მოძრაობის" მცდელობა, ეს მედიაზე ზეწოლად შეფუთოს

7 ივლისს ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში საავტორო გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის" კვირის გამოშვება დაიწყო გადაცემის წამყვანის გამოსვლით, რომელმაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეურაცხყოფა მიაყენა. თბილისში თითქმის სამი კვირის განმავლობაში გრძელდება საპროტესტო აქციები, რომელიც ანტირუსული ლოზუნგებით და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მიმდინარეობს. თბილისში მიმდინარე ანტირუსულ რიტორიკაზე პასუხად მოსკოვმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა. ეს გადაწყვეტილება ძალაში დღეს, 8 ივლისს შევიდა. ამავე დროს რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით ტურების გაყიდვა შეწყვიტეს.

გუშინ, ღამით ტელეკომპანია Rustavi2-ის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი მოითხოვდნენ ნიკა გვარამიასგან და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას და ხოლო ხელისუფლებისგან ზომების გატარებას, რათა აღიკვეთოს დაძაბულობის ესკალაცია.

„მივიჩნევთ, რომ გიორგი გაბუნიას გამოხატვის ფორმა არ არის შესაბამისობაში ჩვენი არხის მიერ დადგენილ მაღალ სტანდარტებთან და ამის შესახებ იმსჯელებს ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანო“, – ნათქვამია ტელეარხის განცხადებაში.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარე გაბუნიას გამოსვლას საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციად აფასებს

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკვეთრი ფორმით გამოხატეს საკუთარი რეაქცია Rustavi2-ის ეთერთან დაკავშირებით. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გაბუნიას გამონათქვამები ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად და დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა.

სამაუწყებლო კომპანია, თავის მხრივ, ასევე გამოეხმაურა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას განცხადების პასუხად მკაცრი რეაგირების შესახებ. სამაუწყებლო კომპანია პირველი პირების განცხადებებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს.

„მოვუწოდებთ საზოგადოებას, ჟურნალისტის მიერ ეთიკის სტანდარტების დარღვევის განხილვის გარდა, მოახდინოს მკაცრი რეაგირება ხელისუფლების განცხადებებზე", – აღნიშნულია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში წამყვანის მხრიდან ადგილი ჰქონდა „თვითგამოხატვას", თუმცა აღიარა „წითელი ხაზის" გადაკვეთის ფაქტი.

ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ტელევიზიამ გუშინ მაუწყებლობა შეწყვიტა. მათი განცხადებით, ადგილი ჰქონდა სისტემურ ძალადობას ჟურნალისტებზე, და რომ ეს იყო ხელისუფლების მიერ ორგანიზებული აქცია და არა სპონტანურად შეკრებილი ხალხის რეაქცია.

Rustavi2-მა მაუწყებლობა დღეს, დილით განაახლა.

ყველა ახალი ამბავი
0