თბილისში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი გაიმართა

© Sputnik / Alexander Imedashviliქვევრი - აჭარის ღვინის სახლი
ქვევრი - აჭარის ღვინის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამარჯვებულებს 29 ოქროს, 175 ვერცხლის და 76 ბრინჯაოს დიპლომები გადაეცათ.

თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. თბილისში, ქვევრის ღვინის მესამე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, გამარჯვებულებს 29 ოქროს, 175 ვერცხლის და 76 ბრინჯაოს დიპლომები გადაეცათ.

კონკურსი ასოციაცია „ქართული ღვინოს“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

კონკურსის მიზანი მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა და ქვევრის ღვინის წარმოებისა და მოხმარების ხელშეწყობაა.

კონკურსში სულ 120 ღვინის კომპანია იღებდა მონაწილეობას. მათ მიერ წარდგენილი იყო 320 ნიმუში.

ღვინის დეგუსტაცია - Sputnik საქართველო
ქართული ღვინო შეამოწმეს – რამდენ კომპანიას ეთქვა უარი სერტიფიკატზე

ღვინოები, რომლებსაც კონკურსში ოქროს დიპლომები გადაეცათ, მიმდინარე წლის შემოდგომაზე აშშ-ში, ქალაქ ბოსტონში დაგეგმილ „ქართული ღვინის ფორუმზე“ იქნება წარმოდგენილი.

2019 წლის დასაწყისიდან საქართველომ ექსპორტზე 40,5 მილიონამდე ბოთლი ღვინო გაიტანა. მიმდინარე  წლის დასაწყისიდან ბრენდის ექსპორტი გაიზარდა 50%-ით – მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 27,4 მილიონი დოლარის ღირებულების ბრენდი – 62%-ით მეტი, ვიდრე 2018 წლის პირველ ნახევარში.

ყველა ახალი ამბავი
0